“გამორიცხვულია უხარისხოდ შესრულებული სამუშაო ვინმეს ეპატიოს” – ამის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ცოხვერიამ განაცხადა.
მერმა დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო, საპროექტო ორგანიზაციების, ზედამხედველობის სამსახურის და მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ირგვლივ, შემსრულებელი კომპანიების წარმომადგენლებისგან, დეტალური ინფორმაცია მოისმინა. სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით მუნიციპალიტეტის მასშტბით სარეაბილიტაცია სამუშაოები დადგენილ ვადებში ხორციელდება.
მუნიციპალიტეტის მერმა, სამუშაოების ხარისხსა და ვადებზე გაამახვილა ყურადღება და თითოეულ კომპანიას ამ მხრივ, მაქსიმალური პასუხისმგებლობის გამოჩენაზე მიუთითა.
,,გამორიცხულია უხარისხოდ შესრულებული სამუშაო ვინმეს ეპატიოს. აუცილებელი, რომ საპროექტო ორგანიზაციებმა მეტი პასუხისმგებლობა და დაკვირვება გამოიჩინონ. საპროექტო ორგანიზაციებთან ნამდვილად მაქვს შენიშვნები. თუ პროექტი არ არის სრულყოფილი სამუშაოები პრაქტიკულად ვარდება. ამხელა გამოცდილების საპროექტო ორგანიზაციებს ნამდვილად არ ეპატიება არასწორი პროექტირება. ყოველკვირეული საკონსულტაციო შეხვედრა მნიშვნელოვანია, რათა მაქსიმალურად კონტროლი იყოს ყველა იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარისხზე, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბითაა დაგეგმილი.“ – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ.