LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ხელისუფულებამ 20 ივნისს გადამეტებული ძალა გამოიყენა – NDI

გამოკითხულთა უმეტესობა, 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს – NDI

დაპოსტა 2020/01/16-ში
A A
193
ნახვა
გაზიარება

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა, 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

ორგანიზაციის კვლევის თანახმად, კითხვაზე: ვინ არის იმ ძალადობაზე პასუხისმგებელი, რომელსაც 20 ივნისს ჰქონდა ადგილი? – გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემი 2019 წლის ივლისთან შედარებით, ნოემბერში 2%-ით არის მომატებული.

კერძოდ, გამოკითხული მოსახლეობის 45% ნოემბერში ამბობდა, რომ ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ როცა ივლისში მოსახლეობის მხოლოდ 43% აკისრებდა ხელისუფლებას პასუხისმგებლობას.

ასევე 5%-ით გაზრდილია მაჩვენებელი, რომელიც 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებდა. კერძოდ, 2019 წლის ივლისში გამოკითხულთა 7% ამბობდა, რომ პახუსისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება, ხოლო 2019 წლის ნოემბერში გამოკითხულთა 12% აკისრებს პასუხისმგებლობას ოპოზიციას.

კვლევის თანახმად, შემცირებულია იმ მოსახლეობის რაოდენობა, ვინც 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობას ენმ-ს, გიორგი გახარიას, ბიძინა ივანიშვილს, თვითონ საპროტესტო აქციის მონაწილეებს აკისრებდა.

კერძოდ, 2019 წლის ივლისში გამოკითხულთა 8% პასუხისმგებლობას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებდა, 2019 წლის ნოემბერში კი ამ პარტიას პასუხისმგებლობას გამოკითხულთა 5% აკისრებს.

ასევე, 2019 წლის ივლისში გამოკითხულთა 9 % პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებდა, ნოემბერში კი მას პასუხისმგებლობას 4% აკისრებს. 2%-ით არის შემცირებული ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა 20 ივნისის მოვლენებზე. კერძოდ, გამოკითხულთა 4% ივლისში ფიქრობდა, რომ პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილი იყო, ნოემბერში კი ამას მხოლოდ 2 % ფიქრობს.

რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, 2019 წლის ივლისში გამოკითხულთა 2% ფიქრობდა, რომ ისინი იყვნენ 20 ივნისის აქციაზე პასუხისმგებლები, თუმცა ნოემბერში მათ პასუხისგმებლობას მხოლო 1% აკისრებს.

გამოკითხულთა მხოლოდ 1% ფიქრობს (როგორც ივლისში, ასევე ნოემბერში), რომ პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა სამინისტროა. გამოკითხულთა 10%-ის აზრით, 20 ივნისის მოვლენებზე ყველა ერთნაირად პასუხისმგებელია. ეს მონაცემი ივლისთან შედარებით 4%-ით არის შემცირებული.

ამავე კვლევის თანახმად, 20 ივნისის აქციის შემდეგ ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები ძალოვანი უწყების თანამშრომლების მიმართ ზედმეტად ლმობიერი, ხოლო მოქალაქეების მიმართ ზედმეტად მკაცრი იყო.

კერძოდ, გამოკითხულთა აზრით, გატარებული ღონისძიებები მოქალაქეების მიმართ 15%- სათანდო იყო, 6%- ზედმეტად ლმობიერი, 61%-ზედმეტად მკაცრი, 15%- არ ვიცი, 2%- უარი პასუხზე.

ძალოვანი უწყების თანამშრომლების მიმართ ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები 18%-სათანადო, 29%- ზედმეტად ლმობიერი, 28%-ზედმეტად მკაცრი, 24%- არ ვიცი, ხოლო 1%-უარი პასუხზე.

ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინა. პრეზენტაციაზე ქვეყნის განვითარების კურსთან, დემოკრატიის განვითარებასთან, მთავრობის და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები იყო წარმოდგენილი.

კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. სულ პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2 180 პირი გამოკითხეს.

საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%-ია.

თეგები: 20 ივნისიაქცია
გაზიარება77

დაკავშირებული -პოსტები

რა საფრთხეს შეიცავს გაბზარული კვერცხი – სურსათის უვნებლობის სპეციალისტის გაფრთხილება

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
კვერცხის ფასი 5%-ით შემცირდება მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრების განცხადება
მთავარი

ცხელი საკვების მაცივარში მოთავსება და გაბზარული კვერცხის გამოყენება ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკებს ქმნის. ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი მარიამ ჩაჩუა საუბრობს გადაცემაში დილა მშვიდობისა საქართველო. მისი განმარტებით, მომზადებული კერძი ოთახის ტემპერატურაზე...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
ძველ თბილისში ქალი სასტიკად მოკლეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 2007 წელს დაბადებული ა.ი. და 1990 წელს დაბადებული, წარსულში...

დაწვრილებითDetails

უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს-დაკავებულია ექვსი პირი

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
ბათუმის სასაფლაოზე კაცმა ყელი გამოიჭრა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს. პოლიციელების მიერ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების,...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით,...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
თბილისში,ლიფტში ნაპოვნი კაცი სავარაუდოდ მოკლულია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის, ასევე, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს...

დაწვრილებითDetails

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 2007 წელს დაბადებული ა.ი. და 1990 წელს დაბადებული, წარსულში...

დაწვრილებითDetails

აჭარაში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
ინდოელი დიპლომათი თბილისში ბავშვებმა გაქურდეს -“ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ”
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1998 წელს დაბადებული დ.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, თურქეთის მოქალაქე,...

დაწვრილებითDetails

კაცმა დედა და ძმა მოკლა – შსს

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის ორი წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული დ.რ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

24 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.   ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   დღეს, გარშემომყოფთა მიმართ, ეცადეთ, მეტი გულისხმიერება და სითბო გამოხატოთ. იყავით თავშეკავებული და შეინარჩუნეთ ემოციური სიმშვიდე, ნუ გააღვივებთ კონფლიქტურ მუხტს.   კურო   დაისვენეთ, მიეცით თქვენს თავს განტვირთვის საშუალება,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"