LIVE TV
ხუთშაბათი, ოქტომბერი 30, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

გამიტაცეს, მაწამეს და სამართალი ვერ ვიპოვე, მე ადამიანი არ ვარ? – ლევან ხაბეიშვილი

დაპოსტა 2025/10/28-ში
56
ნახვა
გაზიარება

მადლობა პროკურატურას, ფაქტობრივად, მაგისტრატურაზე ვარ რუსთავის დაწესებულებაში, იმდენ ლიტერატურას გავეცანი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ხაბეიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ სამართალს ეძებს და ვერ პოულობს. მან მოსამართლეს ასე მიმართა: „ვენდეტაზე კი არაა საუბარი, ადამიანობა მინდა ამ ქვეყანაში დაბრუნდეს. ადამიანი უნდა მორბოდეს სასამართლოში, მისი დანახვა უნდა უხაროდეს, არადა, საზოგადოებას სძულს, ეზიზღება სასამართლო“.

„მინდა პოზიცია გამოვხატო, ამ ორი თვის განმავლობაში ბევრი რამ დაგროვდა. ამ ორი თვის განმავლობაში ბევრი ანალიზი გავაკეთე. სოლიდარობა მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ქვეყნის უკეთესი მომავალი უნდათ, აპროტესტებენ და ციხეში არიან გამოკეტილი. მინდა სასამართლოს, საზოგადოებას სხვა რამ დავანახო. სასამართლო არ უნდა იყოს დაწესებულება, სადაც ადამიანი რომ მოდის, ელოდება აიყვანენ და ჩამოახრჩობენ. როცა აქ მოვდივარ, მინდა 0,5% მაინც მქონდეს იმედი, რომ სამართალს ვიპოვი. როცა ჩემზე ვსაუბრობ, ვსაუბრობ ასობით დატყვევებულ ადამიანებზე. როცა სასამართლო გავაკეთეთ, მოგეცით უფლება, დამნაშავე, კრიმინალი დააკავოთ და საზოგადოებას მოაშოროთ. სასამართლოს ლეგიტიმაცია იმისთვის კი არ მივეცით, დაგვსაჯოთ, დილეგებში ჩაგვყაროთ… რამდენი ადამიანი მოწყვიტეთ შვილებს, ოჯახებს, სამართალი ჰუმანური უნდა იყოს. ვერ ვპოულობ სამართალს, რისთვის ვზივარ 2 თვეა? ბრალად რა მედება, სასამართლოს ვეკითხები? რამე მოქმედება მედება ბრალად? პოლიტიკოსს, ლევან ხაბეიშვილს პოლიტიკური განცხადებები ედება ბრალად, საჯარო, საეთერო განცხადებები, რომ საჯარო მოხელე კანონს ემსახუროს, თუკი, ხელისუფლებაში მოვიდოდი, დაჯილდოვდებოდნენ. პოლიტიკური დაპირება არ შეიძლება ქრთამად ჩაითვალოს. პოლიტიკოსი პოლიტიკური განცხადების გამო ტუსაღობაში იყოს, გაუგებარია. თუ ვიტყოდი, კონსტიტუციური წყობილება არ მომწონს, დავამხოთ-მეთქი, კი ბატონო, ეს იქნებოდა დამხობა. გსმენიათ ლოზუნგი: „ცეცხლი ოლიგარქიას“ – ეს იმას ნიშნავს, რომ ცეცხლით უნდა გადავწვათ? გსმენიათ ლოზუნგი: „სისტემა უნდა დაინგრეს“ – თქვენ რა გგონიათ, პერფერატორით უნდა დავანგრიოთ? მადლობა პროკურატურას, ფაქტობრივად, მაგისტრატურაზე ვარ რუსთავის დაწესებულებაში, იმდენ ლიტერატურას გავეცანი…

ორი შვილი მყავს, მათაც დააკლდათ მამა, მაგრამ სოციალურად დაუცველები, დაკოჟრილი ხელებით დააკავეს ხალხი. მოსამართლე და პროკურორები ისე ვერ უნდა ხდებოდნენ, „სტაჟირება“ 3 დღე დახურულ სივრცეში არ გაიარონ. ჩაქუჩი გიჭირავთ, 2, 3 თვე ციხეში უშვებთ ადამიანებს. როგორ შეიძლება ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებისთვის საშიში იყოს? იმავე პარლამენტში ვამბობდი, ღარიბაშვილი კორუფციონერია-მეთქი და ხალხი, რომელიც მასამართლებს ამბობდა: „შე მასხარა, მატყუარაო“. მოვიდა აქ, თავი ჩახარა, კი, გავაკეთეო, თქვა. არ შეიძლება სამართალი ადამიანის გაჭყლეტაზე, გასრესაზე და იმაზე იყოს დაფუძნებული, ვის რა დავალებას მისცემენ. ფარცხალაძეზე რომ ვამბობდი, „ეფ ეს ბეს“ აგენტია-მეთქი, „მასხარაა, კეზერაშვილმა დააფინანსაო“, ამბობდნენ. მიქაუტაძეზე, რომ ვთქვი, „პარლამენტში ეს როგორ მოიყვანეთ-მეთქი“ და 4 წელში დააკავეს. წარმოუდგენელია პოლიტიკოსს საუბარი, მესიჯების საზოგადოებამდე მიტანა არ შემეძლოს. არანაირი იმედი არ მაქვს… ჩემი ორი ფანჯარა ღია დავტოვე, რომ ჰაერი შევიდეს… როგორ შეიძლება მინიმალური განცდა სამართლიანობის არ მქონდეს? ეს ჩინოვნიკები მივლენ სახლში და შვილებს მოეფერებიან. ხომ ხართ მოსამართლე? დამანახეთ, სად არის ეს სამართალი? პროკურორი ამბობს, ხაბეიშვილის მიმალვის საფრთხეაო, ანეკდოტია…. საჯაროდ გავაკეთე ყველა განცხადება, რა უნდა გავანადგურო, ტელეფონი გახსნან, განვადებით მქონდა ნაყიდი, წაიღეს და ვერ გახსნეს. თავდაცვის მინისტრი, ორგზის პრემიერი, მისი სახლიდან 15 მილიონი ლარი ამოიღეს და მეოცედი დაუწესეთ გირაო, არც მიმალვის საფრთხე არ ჰქონია თურმე. სასამართლომ როგორ შეიძლება ამაზე თვალი დახუჭოს? ვენდეტაზე კი არაა საუბარი, ადამიანობა მინდა ამ ქვეყანაში დაბრუნდეს. ადამიანი უნდა მორბოდეს სასამართლოში, მისი დანახვა უნდა უხაროდეს. იცით რაშია საქმე? საზოგადოებას სძულს, ეზიზღება სასამართლო. აპელირებენ, „ოჯახი, ტრადიციები“ – საქართველოს, ქართველ ხალხს ქრისტიანობა, სოლიდარობა სისხლში აქვთ და ამას ვერ წაშლი. სად არის ქრისტიანობა დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკაში?.. მე ნაწამები ვარ, გაგიკვირდებათ და დაზარალებულად ვარ ცნობილი. არასდროს დავუკავებივარ ვინმეს, რომ ვინმეზე ვიძალადე, ადმინისტრაციულადაც კი არ ვარ დაკავებული არასდროს. მე გამიტაცეს, მაწამეს და სამართალი ვერ ვიპოვე. მე ადამიანი არ ვარ? ჩემი წამების საქმეში ვინც მიიღო მონაწილეობა, „ხარებაა“ თუ ვინცაა, ვმუშაობ, რომ შურისძიება არ მამოძრავებდეს. ჩემს შვილებს, 16 და 14 წლის არიან, იცით, რა ვუთხარი? რომ შურისძიება არ განიზრახონ, ეს გულში არ ჩაიდონ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მას მოსამართლე ნანა შამათავამ საქმეზე საუბრისკენ და სიტყვის დასრულებისკენ მოუწოდა.

„ორი თვე ციხეში ვარ ლაპარაკის გამო და 10 წუთში მასრულებინებთ?… ჰიტლერი სხვა რამეს კი არ აკეთებდა, ის ადამიანებს ხვრეტდა, მაგრამ ადამიანებს ანგარიშს ჰიტლერიც კი უწევდა. თუ პირი ამომიკერეთ, არ თქვა, ივანიშვილის დამხობაო, აბა, „სკოჩი“ გინდათ ამაკრათ? არ არის სწორი ეს. ეს მათი ბრალდებით 4 ოქტომბერს უკავშირდებოდა. ხომ გავიდა, რა არის საშიში ხაბეიშვილში?..

თითოეული დღე იქ ჯოჯოხეთია და სერიოზული ფსიქოლოგიური მომზადება გჭირდება. თითოეულ დღეს ანადგურებთ თითოეულ ადამიანს, რომლებიც მკვლელები არ არიან“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

გაზიარება22

დაკავშირებული -პოსტები

სასამართლომ ელდარ კურტანიძე პატიმრობაში დატოვა

ოქტომბერი 29, 2025
93
მთავარი

ბათუმის სასამართლომ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ელდარ კურტანიძე პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე, ლევან ყოლბაიამ მიიღო. როგორც ყოფილი დეპუტატის ადვოკატმა ივანე მეფარიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარე პროკურატურის მტკიცებულებებიდან...

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ოქტომბერი 29, 2025
889
მთავარი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 30 ოქტომბერს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურში,...

დაწვრილებითDetails

დავით ტაბიძეს 300 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ოქტომბერი 29, 2025
77
მთავარი

სასამართლომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, დავით ტაბიძეს აღკვეთს ღონისძიების სახით 300 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. ტაბიძეს აეკრძალა საზღვრის კვეთა, შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

ლარი გამყარდა – ვალუტის განახლებული კურსი 30 ოქტომბრისთვის

ოქტომბერი 29, 2025
161
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7154 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7212 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0058...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნას აქვეყნებს

ოქტომბერი 29, 2025
63
მთავარი

2025 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის სხდომა.სხდომას ესწრებოდნენ:1. საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) - კომისიის თავმჯდომარე2. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა...

დაწვრილებითDetails

თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, დაჯარიმდებით

ოქტომბერი 29, 2025
115
მთავარი

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღი ახლოვდება. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ზოგადად ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადა არის კალენდარული წლის 15 ნოემბერი, ხოლო დეკლარაციის შევსება/წარდგენის ბოლო ვადად 1-ლი...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 29, 2025
307
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით...

დაწვრილებითDetails

სამედიცინო ცენტრი „ციტო“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ოქტომბერი 29, 2025
568
მთავარი

სამედიცინო ცენტრი „ციტო“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გულწრფელი მწუხარებით ვაცხადებთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და ერთგული მეგობარი, ბავშვთა ექიმი ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნანა გელაძე. ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი ეკავა...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასი კლებას განაგრძობს – რა ღირს 1 გრამი

ოქტომბერი 29, 2025
5.9k
ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ოქროს ფასი მესამე დღეა კლებას განაგრძობს. თბილისის დროით 22:00 საათის მდგომარეობით, ბირჟებზე 1 უნცია ოქრო 3 964 დოლარად ივაჭრება. მიუხედავად იმისა, რომ დღის ჭრილში ფასი 1.02%-იან კლებას აჩვენებს,...

დაწვრილებითDetails

სექტემბერში 100-ლარამდე ხელფასი 10 516 ადამიანს ჰქონდა

ოქტომბერი 29, 2025
119
მთავარი

2025 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, 3%-ით შემცირდა იმ პირების რაოდენობა, რომელთა თვიური ხელფასიც 100 ლარის ფარგლებში იყო. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში 100-ლარამდე ხელფასი 10 842 ადამიანს ჰქონდა, სექტემბერში...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».