პოლიციის ინფორმაციით, ასაკოვანმა, თეთრწვერიანმა მამაკაცმა კოლორადოს შტატში შობამდე ორი დღით ადრე მამაკაცმა ბანკი გაძარცვა, ფული ჰაერში აყარა და გამვლელებს ბედნიერი შობა უსურვა. ეს უცნაური ინციდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოლორადოში მოხდა. მამაკაცმა ბანკი ორშაბათს საღამოს გაძარცვა.
“მან გაძარცვა ბანკი, გამოვიდა, ფული იქვე მთელს ქუჩაზე დაყარა, შემდეგ კი თქვა: გილოცავთ შობას” – განუცხადა ფაქტის შემსწრემ დიონ პასკალმა ჟურნალისტებს.
bbc-ის ინფორმაციით, ბანკის გაძარცვის შემდეგ მამაკაცი იქვე მდებარე ყავის მაღაზიის წინ დაჯდა და პოლიციის მოსვლას დაელოდა.
გამვლელებმა მიმოფანტული ფული ააგროვეს და ბანკში დააბრუნეს.
პოლიციამ დაადგინა, რომ მძარცველი მამაკაცი 65 წლის დევიდ უეინ ოლივერია.