საქართველო-თურქეთის საზღვარზე, თურქულმა მხარემ, სოფელ მუხურის გამგებელი, ბაკურ ქომეთიანი დააკავა. ინფორმაციას ,,მთავარი” ავრცელებს. წყაროზე დაყრდნობით, ,,მთავარი” წერს რომ საქმე დიდი რაოდენობით ნარკოტიკს ეხება.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, მუხურის გამგებელი თანმხლებ პირთან ერთად საზღვარს კვეთდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ნაქირავებ ავტომობილში ნარკოტიკი აღმოუჩინეს.
ქართული საგამოძიებო ორგანოები მომხდარზე ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ავრცელებენ. გამგებლის ოჯახი კომენტარს არ აკეთებს.
“მთავარი“