გალაკტიონი, აკაკი, ექვთიმე, შრომის დიდების მემორიალის კანდაკება – ქუთაისელმა არტისტმა დავით აბულაძემ ქალაქში ცნობილი ძეგლები გააცოცხლა. არტისტმა ძეგლები ფერადი სამოსით შემოსა და ფოტოები თავის ფეისბუკზე გამოაქვეყნა. როგორც თავად ხელოვანი ამბობს ეს ძეგლების მეორე სიცოცხლეა და სერია გაგრძელდება:
”შთაგონება თავად ქანდაკებებისგან არის წამოსული. სერიას მეორე სიცოცხლე ქვია. სხვა ნამუშევრევიც მაქვს და დრო და დრო დავდებ-ხოლმე. ამ სერიის გაგრძელებას ვგეგმავ და სურვილი მაქვს რომ ყველგან, ყველა ქანდაკება გადავიღო საქართველოში.” – ამბობს ”მეგა ტვ”-თან საუბრისას დავით აბულაძე.















