LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გაიცანით ქართველი, რომელმაც იტალიელებს პიცის ცხობაში აჯობა (+ფოტო)

გაიცანით ქართველი, რომელმაც იტალიელებს პიცის ცხობაში აჯობა (+ფოტო)

დაპოსტა 2021/05/05-ში
A A
289
ნახვა
გაზიარება

იტა­ლი­ა­ში, პი­ცის ცხო­ბის პრეს­ტი­ჟულ კონ­კურ­სში ერ­თა­დერ­თი უცხო­ე­ლი – ქარ­თვე­ლი ვა­ლე­რი სა­ხი­აშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­მელ­მაც იტა­ლი­ე­ლებს მო­უ­გო და პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა… მის­თვის ეს პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა არ არის, რო­გო­რია ვა­ლე­რის იტა­ლი­უ­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი და რო­გორ გახ­და ის იტა­ლი­ა­ში პი­ცის სა­უ­კე­თე­სო მცხო­ბე­ლი AMBEBI.GE-ის, ის თვი­თონ უამ­ბობს:

– 2007 წელს, მე­ცხრე კლა­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჩა­მო­ვე­დი იტა­ლი­ა­ში. სკო­ლა აქ და­ვამ­თავ­რე, სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლე­ბად კი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი სკო­ლა ავირ­ჩიე, სა­დაც სამი წელი ვის­წავ­ლე და პა­რა­ლე­ლუ­რად, მუ­შა­ო­ბაც და­ვი­წყე. ყო­ველ­თვის ვოც­ნე­ბობ­დი, ცომ­თან მქო­ნო­და შე­ხე­ბა. მი­ტა­ცებ­და ეს ხე­ლო­ბა და მად­ლო­ბა ღმერ­თს, ერთხე­ლაც, პი­ცე­რი­ა­ში დამ­ხმა­რედ მი­მიწ­ვი­ეს. თა­ვი­დან მე­ო­თხე დამ­ხმა­რე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მონ­დო­მე­ბა რომ გა­მო­ვი­ჩი­ნე, და­მი­ნა­ხეს და ნელ-ნელა ცომ­თა­ნაც მი­მიშ­ვეს. ამ საქ­მემ კი­დევ უფრო გა­მი­ტა­ცა და ვი­ფიქ­რე, უფრო წინ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მეტი მეს­წავ­ლა და გა­მე­გო. ბევ­რი წიგ­ნი ვი­ყი­დე, და­ვი­წყე კი­თხვა, და­ვინ­ტე­რეს­დი, რა ქი­მი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი ხდე­ბა კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბის დროს. ძა­ლი­ან გა­მი­ტა­ცა იტა­ლი­ის ეროვ­ნულ­მა სამ­ზა­რე­უ­ლომ. რომ­ში გა­ვი­ა­რე ერთი კურ­სი, მერე გა­დავ­წყვი­ტე, ვე­ნე­ცი­ა­ში პი­ცის მას­ტე­რის კურ­სი გა­მევ­ლო, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ძვი­რი ღირ­და. რთუ­ლია, რო­დე­საც ემიგ­რან­ტი ხარ, ყვე­ლა­ნა­ი­რად გი­ჭირს, მაგ­რამ ვე­ცა­დე, თან­ხა გა­და­მე­დო და ვე­ნე­ცი­ა­ში ეს კურ­სი გა­მევ­ლო. ახლა უკვე მეც ვა­ტა­რებ კურ­სებს.

– კონ­კურ­სებ­ში ხში­რად იღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

– პირ­ვე­ლი კონ­კურ­სი, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე, 2013 წელს, ქა­ლაქ რი­მინ­ში გა­ი­მარ­თა. ამ კონ­კურ­სზე გა­ვი­ტა­ნე პიცა “დე­სერ­ტი“ – კრე­მი კო­ნი­ა­კი­თა და ფორ­თოხ­ლით იყო გა­კე­თე­ბუ­ლი. ოთხი ათა­სი მო­ნა­წი­ლე იყო და სა­ერ­თოდ არ მქონ­და მო­გე­ბის იმე­დი. ბო­ლოს, რო­დე­საც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს აცხა­დებ­დნენ, გა­მოვტრი­ალ­დი, უნდა წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მე­გო­ნა, მე არ და­მა­სა­ხე­ლებ­დნენ. უკვე გა­მოვ­დი­ო­დი, რო­დე­საც გა­მო­ა­ცხა­დეს: ვა­ლე­რი სა­ხი­აშ­ვი­ლი – მე­სა­მე ად­გი­ლი! ეს ჩემ­თვის დიდი მო­ტი­ვა­ცია იყო, რომ ამ საქ­მე­ში უფრო წინ წავ­სუ­ლი­ყა­ვი. მას შემ­დეგ ხში­რად ვი­ღებ კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. 2013-დან 2018 წლამ­დე იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნი ვი­ყა­ვი სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ა­ში.

– მოგ­ვი­ყე­ვი ბოლო კონ­კურ­სზე…

– ეს კონ­კურ­სი ორი წე­ლია, რაც იმარ­თე­ბა. სა­უ­კე­თე­სო “მას­ტე­რე­ბი“ მთე­ლი იტა­ლი­ი­ი­დან, სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ბო­ლოს სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლი ხვდე­ბო­და ერ­თმა­ნეთს. გა­მი­ჭირ­და, იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან კარ­გად იყ­ვნენ მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი. მე კი მო­სამ­ზა­დებ­ლად ცოტა დრო მქონ­და, რად­გან სა­ხელ­მწი­ფო სკო­ლა­ში ბავ­შვებს პი­ცის მომ­ზა­დე­ბას ვას­წავ­ლი და ასე­ვე, ჩემი პა­ტა­რა სა­ცხო­ბი მაქვს გახ­სნი­ლი, სა­დაც პურ­საც ვა­ცხობ… კონ­კურ­სში და­ვა­ლე­ბად პი­ცის სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რია მოგ­ვცეს. ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი და რთუ­ლი კა­ტე­გო­რია იყო – პიცა “გურ­მე“, ანუ პი­ცის ისე­თი სა­ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გე­მო­თი და პრო­დუქ­ცი­ით იქ­მნე­ბა, ყვე­ლა გემო სა­უ­კე­თე­სოდ უნდა და­ა­ბა­ლან­სო, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პიცა გა­მო­ვი­დეს. გა­მო­ვი­ყე­ნე აბ­რუ­ცოს რე­გი­ო­ნის ფქვი­ლი.. ძვე­ლი ფქვი­ლია, რო­მელ­საც რო­მა­ე­ლე­ბი იყე­ნებ­დნენ. ასე “გა­ვაღ­ვი­ძე” ძვე­ლი გემო.

ჩემ­პი­ო­ნა­ტი და­ი­წყო დი­ლის რვა სა­ა­თი­დან. ჟი­უ­რი ძა­ლი­ან მკაც­რი იყო. ამოწ­მებ­დნენ ყვე­ლა­ფერს – რო­გორ იყო პიცა გა­მომ­ცხვა­რი, ქვე­მო­დან დამ­წვა­რი ხომ არ იყო. ყვე­ლა დე­ტალ­ზე ქულა იწე­რე­ბო­და. აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო და ყვე­ლა­ზე დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებ­დნენ, რომ ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი ამ სე­ზო­ნის ყო­ფი­ლი­ყო. არ შეგ­ვეძ­ლო გა­ყი­ნუ­ლი ან სხვა სე­ზო­ნის პრო­დუქ­ტი აგ­ვე­ღო. რე­გი­ო­ნუ­ლი და სე­ზო­ნუ­რი პრო­დუქ­ცია უნდა გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა. გა­მო­ვი­ყე­ნე ბი­ო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ცია, ყვე­ლა­ფე­რი ნა­ტუ­რა­ლუ­რი. იმ­დე­ნად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და კარ­გი პი­ცე­ბი გა­მო­ი­ტა­ნეს, ჩემ­პი­ო­ნა­ტი რომ მთავ­რდე­ბო­და, უკვე ვფიქ­რობ­დი, რომ წელს ვერ მო­ვი­გებ­დი. გა­მო­ძა­ხე­ბა მე­სა­მე ად­გი­ლი­დან და­ი­წყეს. მე­ო­რე ად­გილ­ზე კა­ლიბ­რია და­ა­სა­ხე­ლეს და ვფიქ­რობ­დი, პირ­ველ ად­გილ­ზე უეჭ­ვე­ლად ნე­ა­პო­ლი გა­ვი­დო­და, რად­გან ნე­ა­პო­ლე­ლებ­მა ძა­ლი­ან კარ­გი პი­ცის კე­თე­ბა იცი­ან, ახ­ლაც მოვტრი­ალ­დი და რომ გა­მო­ა­ცხა­დეს: პირ­ვე­ლი ად­გი­ლი – ვა­ლე­რი სა­ხი­აშ­ვი­ლი, პირ­ღია დავ­რჩი.

– იტა­ლი­ე­ლე­ბი რო­გორ შეხ­ვდნენ ქარ­თვე­ლის გა­მარ­ჯვე­ბას?

– ბევ­რმა ადა­მი­ან­მა სა­ქარ­თვე­ლო­ზე არა­ფე­რი იცო­და. ახლა გა­ი­გეს, რომ ცო­მე­ულ კერ­ძებ­ში სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი ვართ. ერ­თა­დერ­თი უცხო­ე­ლი მო­ნა­წი­ლე ვი­ყა­ვი… კონ­კურ­სზე ინ­ცი­დენ­ტიც კი მოხ­და, რად­გან არ ესი­ა­მოვ­ნათ, სხვა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ან­მა რომ მო­ი­გო. ხან­და­ხან მე­ხუმ­რე­ბი­ან – შენ ხარ იტა­ლი­ე­ლი და ჩვენ უცხო­ე­ლე­ბიო. მინ­და, რომ ვა­სა­ხე­ლო სა­ქარ­თვე­ლო და გა­ი­გონ, რო­გო­რი მაგ­რე­ბი ვართ ყვე­ლა­ფერ­ში. მით უმე­ტეს, რომ ემიგ­რან­ტე­ბი ნუ­ლი­დან ვი­წყებთ აქ ცხოვ­რე­ბას. ვინც ჩვენს ზო­ნა­ში ცხოვ­რობს, ყვე­ლა ქარ­თველს ვას­წავ­ლე ეს ხე­ლო­ბა და ძა­ლი­ან გან­თქმუ­ლე­ბი ვართ, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო პი­ცის მცხო­ბე­ლე­ბი. სა­ცხობ­ში ხში­რად ვა­ცხობ აჭა­რულ ხა­ჭა­პურს, იმე­რულს, მინ­და ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბიც ყვე­ლამ და­ა­გე­მოვ­ნოს. კლი­ენ­ტე­ბიც იც­ნო­ბენ და უყ­ვართ უკვე სა­ქარ­თვე­ლო. იტა­ლი­ე­ლე­ბი საკ­მა­ოდ ჰარ­მო­ნი­უ­ლი ხალ­ხია და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდ პა­ტივს სცე­მენ კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს, რად­გან ჭა­მა­ზე ძა­ლი­ან ბევ­რს ფიქ­რო­ბენ. ერთ თვე­ში ვე­ლო­დე­ბი ოქ­როს ვარ­სკვლა­ვის პრე­მი­ას – “სა­უ­კე­თე­სო სა­ცხო­ბი იტა­ლი­ა­ში“. განგარძეთ კითხვა

 

გაზიარება116

დაკავშირებული -პოსტები

ორთაჭალაში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ავარია მოხდა ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე. დაღუპულია ერთი ადამიანი. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო. წყარო: პრაიმტაიმი

დაწვრილებითDetails

“ლევანმა უთხრა ადგილების მეტი რა არის…”- რა დეტალები ხდება ცნობილი ისანში მომხდარ მკვლელობაზე

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
ცნობილია ისანში მოკლული ახალგაზრდა კაცის ვინაობა
მთავარი

ისან­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად, მა­მა­კაც­მა სა­კუ­თა­რი მე­ზო­ბე­ლი მოკ­ლა. ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე­საც. ის კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და მას გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ და­ა­კა­ვე­ბენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ფლიქ­ტი პარ­კინ­გის ად­გი­ლის გამო მოხ­და და...

დაწვრილებითDetails

თურქეთში, იზმირის პროვინციაში ხანძარი საცხოვრებელ ზონაში გავრცელდა

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
თურქეთში, იზმირის პროვინციაში ხანძარი საცხოვრებელ ზონაში გავრცელდა
მთავარი

თურქეთში, იზმირის პროვინციაში ძლიერ ხანძარს ებრძვინ, რომელიც საცხოვრებელ ზონაში გავრცელდა. „როიტერის“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანია დაღუპული. თურქეთის ხელისუფლებამ ეგეოსის ზღვის კურორტ ჩეშმესთან მიმავალი რამდენიმე გზა გადაკეტა. თურქეთის დასავლეთით გაჩენილმა ხანძრებმა...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – ვალუტის კურსი

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7195 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7195 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7203 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

რა მოიმოქმედა Puff Daddy-მ განაჩენის გამოცხადების შემდეგ

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
Puff Diddy-ის საქმეს 25 არასრულწლოვანის სარჩელი შეემატა
მთავარი

შონ “დიდი” ქომბსი დამნაშავედ ცნეს ქალების პროსტიტუციისათვის ტრანსპორტირების ორგანიზებაში, თუმცა ბოლო წლების ყველაზე გახმაურებულ საქმეში რეპერმა სამი ყველაზე მძიმე ბრალდების - სექს-ტრეფიკინგის ორი შემთხვევისა და რეკეტის - თავიდან აცილება მოახერხა....

დაწვრილებითDetails

21 წლის გიორგი მინდაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
21 წლის გიორგი მინდაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მთავარი

სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის გიორგი მინდაძე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი მინდაძეს 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციისთვის დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა,...

დაწვრილებითDetails

გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
მთავარი

გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს. „ამ წუთებში საგამოცდო ცენტრებში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესია მიმდინარეობს. დარეგისტრირებულ აბიტურიენტებთან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-მდე გამოსაცდელი. ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა. ხვალ...

დაწვრილებითDetails

რომელი პროდუქტები გაძვირდა ყველაზე მეტად ივნისში

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
რომელი პროდუქტები გაიაფდა ყველაზე მეტად
ეკონომიკა

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.01%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.0 % შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის მიხედვთ, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ივნისში,...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "კირნათის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე - 1995 წ. დაბადებული ე.ქ, 1969 წ. დაბადებული ჰ.ნ....

დაწვრილებითDetails

იტალიაში ექსტრემალური სიცხის გამო ხუთი ადამიანია დაღუპული

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
იტალიაში ექსტრემალური სიცხის გამო ხუთი ადამიანია დაღუპული
მთავარი

იტალიაში ექსტრემალური სიცხის გამო, ბოლო მონაცემებით, ხუთი ადამიანია დაღუპული, მათგან ორი 75 და 60 წლის იყო. გენუაში, 85 წლის მამაკაცი გულის უკმარისობით საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გარდაიცვალა , სადაც ის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"