გრძელრქიანი ძროხა
ასე ჰქვია ამ უცნაური გარეგნობის თევზს.მას ხშირად შეხვდებით აქვარიუმებში, ბუნებაში გავრცელებულია წყნარ და ინფდოეთის ოკეანეებში, უმეტესად სანაპირო ზოლში, თუმცა ზოგჯერ დინებას სიღრმეშიც მიაქვს
იგი იკვებება ფსკერის უხერხემლოებით – ჰოლოთურიები, ღრუბელები, კანეკლიანები,,
მისი სხეული თითქმის კვადრატულია, თვალები დიდია და მაღლა მდებარე, გარედან დაფარული მკვრივი საფარველით, რასაც ყვითელი ფერი აქვს .ფარფლები პატარაა ან სულ არ აქვს, თავზე კი წანაზარდები აქვს, ვარაუდობენ, რომ მათი ევოლუციონირება მოხდა, რომ მტაცებლისთბის რთული ყოფილიყო მისი გადაყლაპვა. თუმცა ეს “რქები” რბილია და ადვილად ტყდება. მათ თევზი სწრაფად იზრდის ისევ, რამდენიმე თვის განმავლობაში,მტრის წინააღმდეგ გი გამოიმუშავებს შხამს, რასაც სხეულიდან გამოისვრის. ამ მიზეზით ერიდებიან მის ყოლას აქვარიუმსი, რადგან მცირე ზომის ჭურჭელში შეუძლია სხვა თევზების სიკვდილი გამოიწვიოს.
წყარო-მწვანე კუთხე