LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

გათვალისწინებული არ არის ბენეფიციართა კვებითი საჭიროებები და რაციონი-სახალხო დამცველი ახალ ანგარიშს აქვეყნებს

დაპოსტა 2022/08/02-ში
99
ნახვა
გაზიარება
? სახალხო დამცველის აპარატმა 2022 წლის თებერვალსა და მარტში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, საქართველოს 25 მუნიციპალიტეტში მოქმედი 59 უფასო სასადილოს მონიტორინგი განახორციელა.
✅ უნდა აღინიშნოს, რომ უფასო სასადილოების პროგრამა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება, რაც მნიშნელოვანი სერვისია სათანადო კვების უფლების რეალიზებისათვის. სათანადო კვების უფლება გულისხმობს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისათვის საჭირო საკვებზე ხელმისაწვდომობას, შესაბამისი კალორიების, ცილების და სხვა სპეციფიკური საკვები ნივთიერებების მინიმალური რაციონის ჩათვლით.
✅ სახალხო დამცველის შეფასებით, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა როგორც საკვების მიწოდების სერვისის, ასევე, სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით პასუხობს მინიმალურ მოთხოვნებს, თუმცა, ერთიანი სურათი არადამაკმაყოფილებელია.
✅ კერძოდ, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ:
? ქვეყანაში არ არსებობს უფასო სასადილოს სერვისის მართვის და მიწოდების ერთიანი სტანდარტი, შესაბამისად მთელი ქვეყნის მასშტაბით სტანდარტულად არ არის დადგენილი გასაცემი საკვების ოდენობა და კალორაჟი, ფიზიკური გარემოს მოწყობის, უსაფრთხოების დაცვისა და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის კუთხით სავალდებულო მოთხოვნები.
? სერვისის განხორციელებისას გათვალისწინებული არ არის ბენეფიციართა კვებითი საჭიროებები და რაციონი, ძირითადად, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ოდენობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მენიუში გათვალისწინებული არ არის სადილის ენერგეტიკული ღირებულება, ბენეფიციართა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური მრწამსი.
? საკვები მენიუს შედგენაში არ არიან ჩართული შესაბამისი სპეციალისტები. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კვების მენიუს ადგენს ბუღალტერი და არა შესაბამისი დარგის სპეციალისტი.
? უმრავლეს შემთხვევაში, მენიუ მთელი წლის განმავლობაში არ იცვლება.
? საგულისხმოა შემთხვევები, განსაკუთრებით თბილისში, როცა ბენეფიციარები სასადილოებიდან იღებენ მხოლოდ პურს. კერძოდ, თბილისის სასადილოებში კონკრეტულ დღეებში, როდესაც მენიუში მხოლოდ წვნიანებია (ბარდის წვნიანი, ლობიოს წვნიანი, ვეგეტარიანული ბორში) ბენეფიციარებს სასადილოდან გააქვთ მხოლოდ პური. ეს შეიძლება აიხსნას, როგორც ბენეფიციართა მიერ საკვების გემოვნური თვისებების დაწუნებით, ასევე, კალორაჟის სიმცირით. მენიუში კვირის განმავლობაში მხოლოდ ორი დღეა გათვალისწინებული ნოყიერი კერძი ხორცით, შესაბამისად ბენეფიციარების მოთხოვნა ამ დღეებში უფრო იზრდება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ სასადილოში აკრძალულია მხოლოდ პურის გატანა.
? სასადილოებზე გამოყოფილი თანხის ოდენობის სიმცირე განსაკუთრებით თვალშისაცემია თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, სადაც თითო ბენეფიციარზე გამოყოფილი თანხა ერთ ლარსა და 30 თეთრს შეადგენს, რაც ნაკლებია რეგიონებში ერთ ბენეფიციარზე გათვლილ დღიურ ოდენობაზე (მაგალითად, ბორჯომში – 2.47 ლარია, ქუთაისში – 2.50 ლარი, ახალციხეში – 2.05 ლარი, სამტრედიაში – 2.20 ლარი, თელავში -2.65).
✅ უფასო სასადილოები, როგორც წესი განთავსებულია ადმინისტრაციულ ცენტრებში და ზოგიერთ შემთხვევაში მომსახურების მისაღებად შორს მდებარე სოფელში მცხოვრებ ბენეფიციარებს დიდ მანძილზე უწევთ გადაადგილება. მაგალითად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ყველაზე შორს მდებარე სოფელში მცხოვრებ ბენეფიციარს დაახლოებით 30 კმ გავლა უწევს ყოველდღიურად, რათა ისარგებლოს უფასო სასადილოს მომსახურებით, ხოლო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მცხოვრებს – 15 კმ-ის.
✅ უფასო სასადილოს ბენეფიციარების ძირითად სიებთან ერთად, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არ აქვთ დამატებითი სიები. შესაბამისად, მომლოდინე პირებს მუნიციპალიტეტი განუმარტავს, რომ უფასო სასადილოთი სარგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ძირითადი სიიდან პირი გარდაცვალების, ან სხვა მიზეზით ამოირიცხება.
✅ მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ დაწესებულებათა უმრავლესობა არ აკმაყოფილებს უნივერსალური დიზაინის სტანდარტებს. ობიექტებში არ არის დამონტაჟებული ლიფტები, ზოგიერთ შესასვლელში არ არის პანდუსი და შენობაში შეღწევა მხოლოდ კიბეებითაა შესაძლებელი. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ თითქმის ყველა სივრცის შესასვლელში, მათ შორის იქაც, სადაც პანდუსია, გვხვდება ზღურბლი, რაც აბრკოლებს ეტლით მოსარგებლე პირის დამოუკიდებლად გადაადგილებას.
✅ პრობლემას წარმოადგენს მუნიციპალიტეტების მხრიდან სერვისით მოსარგებლეთა სეგრერირებული სტატისტიკის წარმოება შესაძლებლობის შეზღუდვის ნიშნით. არ მუშავდება ინფორმაცია სერვისის მომხმარებელი მოქალაქეების სპეციალურ კვებით მოთხოვნილებებზე (მათ შორის საყურადღებო ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირთა, ბავშვთა, ორსულთა, გერიატრიულ კვებით საჭიროებებზე).
✅ იდენტიფიცირებული გამოწვევები ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს უფასო სასადილოებით მომსახურების მინიმალური სტანდარტების შემუშავება და დამტკიცება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება სერვისის მართვასთან, მენიუს კალორაჟთან, კვების ხარისხთან, უსაფრთხოებასთან, სანიტარულ-ჰიგიენურ მოთხოვნებთან, კვების ბლოკების კეთილმოწყობა-აღჭურვასთან, ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებული და სხვა რელევანტური საკითხები. ასევე, მნიშვნელოვანია ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა შეისწავლონ საკვების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით თავიანთი მუნიციპალიტეტის საჭიროებები და შეაგროვონ სტატისტიკური მონაცემები. საჭიროების შესაბამისად საკვებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გაზარდონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მოიძიონ დამატებითი სახსრები.
‼️ მონიტორინგი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.
? იხილეთ სპეციალური ანგარიში – უფასო სასადილოების პროგრამის განხორციელება საქართველოში ➡️ https://bit.ly/3JnXdMk
თეგები: კვებამადლიერების სახლისახალხო დამცველისახალხო დაცველის აპარატიუფასო სასადილოები
გაზიარება40

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 19, 2025
102
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ამირან (ბუტა) რობაქიძის გარდაცვალების საქმეზე, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო, ხოლო ამავე საქმეზე სასამართლომ...

დაწვრილებითDetails

ვალუტის ახალი კურსი

ნოემბერი 19, 2025
237
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7073 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7078 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ნოემბერი 19, 2025
175
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი კი გაამართლა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც დიდი სიურპრიზი ელოდება

ნოემბერი 19, 2025
34
მთავარი

კურო ეს კვირა შეიძლება თქვენთვის სასარგებლო ფინანსური ან კარიერული წინადადებით იყოს გამორჩეული. შესაძლოა, დაგიპატიჟონ საინტერესო პროექტში, მიიღოთ ხელფასის გაზრდის შეთავაზება ან დაწინაურება. მთავარია, არ შეგეშინდეთ ცვლილებების და ზედმეტად დიდხანს არ...

დაწვრილებითDetails

რა უნდა გააკეთოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა ახალ წლამდე

ნოემბერი 19, 2025
45
მთავარი

კურო  – მეტი ყურადღება დაუთმეთ ფინანსებს და გაწერეთ მომდევნო წლის ბიუჯეტი. – მოამრავლეთ ოთახის მცენარეები – ისინი მეტ სიმყუდროვეს შემოიტანენ თქვენს ცხოვრებაში. ტყუპები  – დაგეგმეთ მეგობრებთან შეხვედრები და გააფართოეთ თქვენი...

დაწვრილებითDetails

ავტოსაგზაო შემთხვევებისას გარდაცვალებისა და დაშავების მაჩვენებელში სიჩქარის გადაჭარბება პირველ ადგილზეა – ალექსანდრე დარახველიძე

ნოემბერი 19, 2025
9
მთავარი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევებისას გარდაცვალებისა და დაშავების მაჩვენებელში სიჩქარის გადაჭარბება პირველ ადგილზეა. ამის შესახებ მან პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საგზაო მოძრაობის წესების...

დაწვრილებითDetails

“საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განაგრძობენ” – მიხეილ ყაველაშვილი

ნოემბერი 19, 2025
10
მთავარი

საქართველო და სომხეთი მრავალი საუკუნეა, გვერდიგვერდ, ჰარმონიულად თანაცხოვრობენ. ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ნდობასა და ურყევ მეგობრობაზეა დაფუძნებული, მხოლოდ გეოგრაფიული სიახლოვით არასდროს ყოფილა განპირობებული, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა, გიგა ავალიანის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 19, 2025
33
მთავარი

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში გიგა ავალიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შედეგად მისი სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

შეიკრა წიგნები, ალბომები… გამოჩნდა ცარიელი თაროები – ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა რეაბილიტაციისთის ემზადება

ნოემბერი 19, 2025
16
ფოტო: ნანული ცხვედიანი
მთავარი

"შეიკრა წიგნები, ალბომები და ბროშურები, ყველაფერი ფორმატების მიხედვით ჩალაგდა ყუთებში, ახრიწინდა ასეულობით მეტრი "სკოჩი" და გამოჩნდა ცარიელი თაროები... ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის წინასარემონტო სამზადისში აქტიურად ჩაერთო ჩვენი -...

დაწვრილებითDetails

გზებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ – ალექსანდრე დარახველიძე

ნოემბერი 19, 2025
17
მთავარი

საქართველო საავტომობილო გზებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით კვლავ მაღალ ნიშნულზეა და ევროპაში პირველ ადგილზე ვართ - საქართველოში, ყოველწლიურად 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი კვდება, მაშინ როდესაც ევროპული საუკეთესო მაჩვენებელი არის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».