LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ევაკუაცია განახორციელდა – შსს ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის შესახებ განცხადებას ავრცელებს

გაზრდილია „ქურდული სამყაროს წევრობისა“ და „კანონიერი ქურდობის“ კატეგორიის დანაშაულები – შსს

დაპოსტა 2025/01/31-ში
A A
542
ნახვა
გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წელს ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტები შემცირდა, ასევე შემცირებულია ქურდობის, მათ შორის ბინიდან ქურდობის ფაქტები.

უწყების ინფორმაციით, 2024 წელს შემცირებულია განზრახ მკვლელობების რაოდენობა.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, 2024 წლის რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა. სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი წინა – 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით დაკლებულია.

2024 წელსაც, წინა წლების მსგავსად კვლავ მაღალ ნიშნულზეა დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი – გასულ წელს, საგამოძიებო უწყების მიერ გახსნილია რეგისტრირებული დანაშაულის 64.26%.

2024 წელს შემცირებულია განზრახ მკვლელობების რაოდენობა. ასევე, შემცირებულია ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტები. ჯამში 2024 წელს 2023 წელთან შედარებით აღნიშნული დანაშაულების-263 (-3.25%) ფაქტით ნაკლები დაფიქსირდა.

გრძელდება საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების კლების ტენდენციაც. შემცირებულია ქურდობის, მათ შორის ბინიდან ქურდობის ფაქტები. 2023 წელთან შედარებით 2024 წელს ქურდობის – 1 388 ფაქტით ნაკლები, მათ შორის ბინიდან ქურდობა – 230 ფაქტით ნაკლები დაფიქსირდა. ასევე, აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებში:

ძარცვა შემცირებულია – 7,52%-ით (-24 ფაქტი);

ყაჩაღობა შემცირებულია -20.51%-ით (24 ფაქტი);

შემცირებულია კიბერდანაშაულის (-250 ფაქტი) და სამოხელეო დანაშაულების (-159 ფაქტი) რაოდენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქტიური ბრძოლის შედეგად, 2024 წელს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის 485 ფაქტი გამოვლინდა, ჯამში კი გასულ წელს ნარკოდანაშაულების 5 598 ფაქტი იქნა სამართალდამცველების მიერ გამოვლენილი.

რეგისტრირებული დანაშაულის ფაქტების გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება ისეთი კატეგორიის დანაშაულებში, როგორიც არის „ქურდული სამყაროს“ წევრობა, „კანონიერი ქურდობა“ (გამოვლინდა 3-ით მეტი დანაშაულის ფაქტი).

მსხვერპლთა მხრიდან პოლიციის მიმართ ნდობის და მომართვიანობის გაზრდის პროპორციულად 2024 წელს გაზრდილია ქორწინების იძულების გამოვლენის რაოდენობა, რაც მეტწილად განაპირობა საზოგადოებაში აღნიშნული დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლებამ და პრევენციული ღონისძიებების გააქტიურებამ.

2024 წელს გასულ 2023 წელთან შედარებით გაზრდილია სატრანსპორტო დანაშაულების რაოდენობა, მათ შორის 112 ფაქტით მომატებულია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება217

დაკავშირებული -პოსტები

10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

შესაძლოა, დღეს, შემთხვევით მნიშვნელოვანი საიდუმლოს გამჟღავნების მომსწრე გახდეთ, ან შეიქმნას ისეთი სიტუაცია, რომ გათქვათ თქვენი საიდუმლო, ამიტომ, სასურველია შეამციროთ კონტაქტები და ნაკლები ისაუბროთ. კურო ყურადღება გაამახვილეთ ფინანსურ საკითხებზე, გადახედეთ პირად...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ყვავილების მაღაზია გაქურდეს

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
ქუთაისში ყვავილების მაღაზია გაქურდეს
მთავარი

ქუთაისში არასრულწლოვნება ყვავილების მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გუშინ ღამით ავტომშენებლის ქუჩაზე მოხდა. ,,წუხელ ჩვენი მაღაზია გაქურდეს. შემოგვამტვრიეს კარები, წაიღეს გამზადებული თაიგულები და წითელი ვარდები, დააზიანეს ინვენტარი სიმართლე გითხრათ, არასდროს მიფიქრია, რომ...

დაწვრილებითDetails

ბრალდებულმა საფანტის პისტოლეტით და დანით, სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა მეუღლეს

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
მამა-შვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
მთავარი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ოჯახში ძალადობის და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა...

დაწვრილებითDetails

იტალიაში ქურდობის მცდელობის გამო საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

იტალიის ქალაქ მანდურიაში სუნამოების ერთ-ერთ მაღაზიაში ქურდობის მცდელობის ფაქტზე პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დაადანაშაულა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და გამოძიება მაღაზიის მფლობელის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მაღაზიიდან...

დაწვრილებითDetails

დაგროვებითი პენსიით 28 882-მა პირმა ისარგებლა – რა თანხა გაიცა

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

დაგროვებითი პენსიით 28 882-მა პირმა ისარგებლა, მათზე პენსიის სახით 137.2 მლნ ლარი გაიცა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპენსიო ფონდი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში...

დაწვრილებითDetails

ნახეთ, რა ღირს ოქრო და ვერცხლი

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
მთავარი

მსოფლიოში ოქროს ღირებულება კვლავ მაღალ ნიშნულზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 094 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 1.50%-ით კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 10 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7470, ევრო – 3.1755, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6642 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

როდის გამოიდარებს საქართველოში

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

10 მარტიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე...

დაწვრილებითDetails

“ბავშვს ტვინი აქვს დაზიანებული” – როგორია ჩვილის მდგომარეობა,რომლის მკვლელობაც დედამ სცადა

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
რა იწვევს ბავშვების კორონავირუსით დაინფიცირებას
მთავარი

ჩვილი, რომლის მკვლელობაც დედამ სცადა ისევ მძიმე მდგომარეობაშია. მას 4 ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, თუმცა ექიმებს პროგნოზის გაკეთება ისევ უჭირთ. გაკეთდა 4 ოპერაცია. ბავშვის მდგომარეობა არის მძიმე. არის...

დაწვრილებითDetails

სუს-მა მარნეულის მერიის თანამშრომელი რიმა ოთარაშვილი დააკავა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 9, 2026
0
სუს-მა მარნეულის მერიის თანამშრომელი რიმა ოთარაშვილი დააკავა
მთავარი

სუს-ის მიერ 12 სხვადასხვა საქმის გამოძიების ფარგლებში პასუხისგებაში მიცემული ერთ-ერთი პირი ოცნების მხარდამჭერი რიმა ოთარაშვილია. ის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზეა მხილებული "წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"