არსებული ინფორმაციით, “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს პარლამენტში შესასვლელი მუდმივი საშვი გაუუქმა.
აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი კი ამ დრომდე არ გამოხმაურებია არც ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას. მან პოსტი გუშინ, 29 იანვარს, დატოვა.










