LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 29, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

გავრილოვის ღამიდან 5 წელი გავიდა

დაპოსტა 2024/06/20-ში
12
ნახვა
გაზიარება

გავრილოვის ღამიდან 5 წელი გავიდა.

2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტები წყლის ჭავლის, რაკეტისებრი და რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.

აქციის მონაწილეები რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის რუსულ ენაზე წაყვანის მცდელობას აპროტესტებდნენ.

მოვლენათა განვითარება

მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია თბილისში 2019 წლის 19 ივნისს გაიხსნა. გახსნის ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში ჩატარდა. მას გავრილოვის გარდა სხვა რუსი დეპუტატებიც ესწრებოდნენ – ივან სუხარევი, ალექსეი ჩეპა, ნიკოლაი ზემცოვი, ირინა კუზმინა, ალექსანდრ ფომენკო და ელენე კამინსკაია. გავრილოვმა, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა, თქვა მისასალმებელი სიტყვა.

ცერემონია საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. მოძრაობა რუსეთი ოკუპანტიას წარმომადგენლებმა რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოში ვიზიტი გააპროტესტეს.

აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები სირცხვილის დერეფანში გაატარეს. დახვდნენ საპროტესტო ტრანსპარანტებით, ისმოდა შეძახილები: “რუსეთი ოკუპანტია“ „პუტინი ხუილო“.

დემონსტრანტებმა გავრილოვს პუტინის მონა და ოკუპანტი უწოდეს.

გავრილოვის ვიზიტის გასაპროტესტებლად აქტივისტები და სხვა მოქალაქეები 20 ივნისის დილას პარლამენტთანაც შეიკრიბნენ.

მას შემდეგ კი, რაც სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, დემონსტრანტების რაოდენობა გაიზარდა.

სერგეი გავრილოვს სხდომის წაყვანაში ხელი დეპუტატებმა, ელენე ხოშტარიამ და გიორგი კანდელაკმა შეუშალეს. ისინი სხდომათა დარბაზში, სადაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობდა, საპროტესტო პლაკატებითა და შეძახილებით შევიდნენ.

სხდომა შესვენება გამოცხადდა, გავრილოვი დარბაზიდან გავიდა. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა დაიკავა.

დეპუტატები ზაქარია ქუცნაშვილი და ადა მარშანია მათ წევრებს სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ მოუწდოებენ.

პარლამენტში ოპოზიციის, პარლამენტს გარეთ მოქალაქეების პროტესტის შემდეგ კი ასამბლეის სესიის სხდომამ საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გადაინაცვლა. სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმაც. სხდომის დასრულების შემდეგ რედისონიდან გამოსულ გავრილოვს დემონსტრანტებმა წყალი შეასხეს და კვერცხები და ბოთლები ესროლეს.

აქცია, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა, სპონტანურად იყო დაგეგმილი. ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რუსული ოკუპაცია 19:00 საათზე მეტად ორგანიზებულად გაეპროტესტებინათ და ხელისუფლება გაეფრთხილებინათ, არასდროს გაემეორებინა მსგავსი რამ.

დაიგეგმა საპროტესტო აქცია სახელწოდებით სირცხვილია.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. რუსული ოკუპაციის, რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის საქართველოში ვიზიტის და მის მიერ პარლამენტის სავარძლის დაკავების გაპროტესტების გარდა, აქციაზე მოთხოვნებიც გაისმა:

  • ირაკლი კობახიძის გადადგომა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან; ვინაიდან სწორედ კობახიძე იყო სერგეი გავრილოვის, როგორც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ხელმძღვანელის მთავარი მასპინძელი საქართველოში.
  • ვახტანგ გომელაურის გადადგომა სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან;
  • გიორგი გახარიას გადადგომა შს მინისტრის პოსტიდან.

აქციაზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც გამოჩნდნენ და სცენიდან საზოგადოებას მიმართეს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსები ერთმანეთისგან განსხვავებულ პარტიებს წარმოადგენდნენ, მთავარი მოთხოვნა არ შეცვლილა – ირაკლი კობახიძის, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურის თანამდებობებიდან გადადგომა.

აქცია ცალსახად ანტირუსული და ანტისაოკუპაციო იყო. ათასობით ადამიანი პარლამენტის წინ საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით შეიკრიბა ნიშნად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები დასავლურ კურსს ირჩევენ და არ დაუშვებენ, ეს კურსი რუსული ორიენტირით შეიცვალოს.

აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდობიანად მიმდინარეობდა. 20:00 საათიდან პარლამენტის ეზოში მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულების რაზმი.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების მიერ იყო ორგანიზებული, სიტყვით სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გამოდიოდნენ. დაახლოებით 21:00 საათზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ მიკროფონით მთავრობას მიმართა და ერთი საათი მისცა იმისთვის, რომ ირაკლი კობახიძე, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია პოსტებიდან გადაეყენებინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მელიას თქმით, მოქალაქეები პარლამენტში შევიდოდნენ.

“ერთი საათის განმავლობაში, თუ არ გადადგება ის, ვინც უნდა გადადგეს, მე მიმაჩნია, ხალხო, აქ ჩვენ არაფერი არ გვესაქმება პარლამენტის წინ. ჩვენ უნდა შევიდეთ მშვიდობიანად, ხელებაწეული პარლამენტის შენობაში და აი, რომ გადადგებიან, მერე გამოვალთ გარეთ”. – თქვა მელიამ.

მისი ამ განცხადების შემდეგ პარლამენტის კიბეებზე, სცენასთან, იქ, სადაც ორგანიზატორები და სიტყვით გამომსვლელები იდგნენ, სპეცტექნიკით აღჭურვილი სამართალდამცველები ჩამოდგნენ. ისინი ჭიშკრის წინ – ხალხის მხარეს იდგნენ, რამაც მოსახლეობის პროტესტი და სპეცრაზმთან ხელჩართული შეხლა-შემოხლა გამოიწვია.

კიბეებთან ახლოს მდგარი, დაახლოებით, 300 მომიტინგე მათ წინ მდგარ სამართალდამცველებს მიაწვა. მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შეღწევას ცდილობდა.

22:00 საათზე საათზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში შევიდა.

რამდენიმე წუთში ნიკა მელიამ რუსთავი 2-თან თქვა, რომ ისინი ითხოვენ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადაყენებას, რის შემდეგაც მზად არიან, მთავრობასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.

მალევე პარლამენტში შესვლის მსურველი მოქალაქეების დამშვიდებას ევროპული საქართველოს წევრები გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და სერგო რატიანი შეეცადნენ. ისინი სამართალდამცველებსა და ხალხს შორის ჩადგნენ, ორივე ხელი მაღლა აწიეს და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ.

ამან სიტუაცია დროებით განმუხტა. სამართალდამცველებსა და წინ მდგომ მოქალაქეებს შორის დაპირისპირება აღარ იყო, თუმცა ისინი კვლავ რჩებოდნენ შესასვლელთან.

მალევე პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებს უთხრა, რომ “რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი ქართული ოცნების ხელწერა არ არის”.

პარალელურად ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა გიორგი გახარიასგან მიიღეს შეთავაზება, რომ პარლამენტში შესულიყვნენ და მოლაპარაკებები დაწყებულიყო. ლიდერებმა იქვე მდგომ ხალხს ჰკითხეს აზრი, მათგან თანხმობის მიღების შემდეგ კი შს მინისტრს შეხვედრაზე დათანხმდნენ.

თუმცა, შეხვედრა არ შედგა, რადგან რამდენიმე წუთში სპეცრაზმმა მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივად დაშლა დაიწყო.

სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზის ტყვიები ისროლა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით, აქციის უკანა რიგებში.

აქციის მონაწილეები იფანტებოდნენ, შემდეგ კი ისევ პარლამენტის წინ ბრუნდებოდნენ.

ამის შემდეგ სპეცრაზმელებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ მიზანმიმართული დევნა და დამიზნებით სროლა დაიწყო. ისინი ესროდნენ როგორც რიგით მოქალაქეებს, ასევე ჟურნალისტებს, რომლებიც მოვლენებს აშუქებდნენ.

დააკავეს აქციის 300-ზე მეტი მონაწილე.

​კლინიკაში გადაიყვანეს 240 ადამიანი; დაშავდა 38 ჟურნალისტი; დაშავებულებს შორის მოხვდა 80 პოლიციელი; რამდენიმე მოქალაქემ, მათ შორის მაკო გომურმა, გიორგი სულაშვილმა, კობა ლეთოდიანმა ტყვიის შედეგად თვალი დაკარგეს.

ქართული ოცნების ლიდერები 2019 წლის ამ მოვლენებს, 90-იანი წლების პუტჩს და ვარდების რევოლუციას ერთ კონტექსტში მოიხსენიებდნენ და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე ლაპარაკობდნენ.

მმართველი გუნდი მომხდარზე მთელ პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებენ, რომელიც, მათივე თქმით, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ცდილობდა პარლამენტში შეჭრას და ხელისუფლების დამხობას.

გაზიარება5

დაკავშირებული -პოსტები

განახლებული ვალუტის კურსი 30 იანვრისთვის

იანვარი 29, 2026
18
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 30 იანვრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6922, ევრო –3.2166, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.7139 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი...

დაწვრილებითDetails

ჩოხატაურის საკრებულომ, თავმჯდომარე დავით შარაშიძე, რომელიც ჯგუფური ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული, თანამდებობიდან გადააყენა

იანვარი 29, 2026
45
მთავარი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, თავმჯდომარე დავით შარაშიძე, რომელიც პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული, თანამდებობიდან გადააყენა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. „საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარის, დავით შარაშიძის საკრებულოს თავმჯდომარის...

დაწვრილებითDetails

“ხშირად რომ ვიღებთ კანონებს უფრო ვშორდებით და ვშორდებით ღმერთს” – მეუფე იაკობი

იანვარი 29, 2026
31
მთავარი

"ხშირად რომ ვიღებთ კანონებს უფრო ვშორდებით და ვშორდებით ღმერთს" - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. "ზოგი კანონი მართლა საჭიროა, რომ სახელწიფო არ ჩამოიშალოს და ზოგი კიდე ვიღაცეების...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით 3 თებერვლის ნაცვლად, 17 თებერვალს წარდგება

იანვარი 29, 2026
12
მთავარი

17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარულ სხდომაზე ისმენს. საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარულ სხდომა კი, თებერვლის პირველ...

დაწვრილებითDetails

„ნუ გეშინია, ბიჭო“ – სუსი ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს

იანვარი 29, 2026
51
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღეს ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 21...

დაწვრილებითDetails

ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

იანვარი 29, 2026
81
მთავარი

საქართველოს მთავრობის №33 დადგენილებით, 2026 წლის 27 იანვრიდან ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს. ცხოველის მფლობელს, ცოფით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მიყენებული ზარალი ნაწილობრივ...

დაწვრილებითDetails

ბრალდებაწარედგინა მძღოლს, რომლის ავარიას 18 წლის გოგო ემსხვერპლა

იანვარი 29, 2026
268
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 27 იანვარს, გარდაბანში, ალკოჰოლის...

დაწვრილებითDetails

სპეციალური ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

იანვარი 29, 2026
432
მთავარი

სპეციალური ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  

დაწვრილებითDetails

ოკაცეს კანიონის მიმდებარედ ახალი ვიზიტორთა ცენტრი აშენდება

იანვარი 29, 2026
18
მთავარი

ოკაცეს კანიონის მიმდებარედ ახალი ვიზიტორთა ცენტრი აშენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოიცავს საინფორმაციო სივრცეებსა...

დაწვრილებითDetails

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

იანვარი 29, 2026
16
მთავარი

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის იშვიათი ხატი "კვანძების გამხსნელი" -  ადამიანი ლოცულობს ამ სურათის წინაშე ყველაზე დამაბნეველ, გადაუჭრელ სიტუაციებში. ხატი ხელს უწყობს ოჯახის შენარჩუნებას და რთული საბინაო საკითხების გადაჭრას და დაქორწინებულ წყვილებს შორის ერთგულების...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».