LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
20 ივნისს დაზარალებულმა აქტივისტებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში წერილი შეიტანეს

,,გავრილოვის ღამიდან” 3 წელი გავიდა – ნახეთ რა მოხდა

დაპოსტა 2022/06/20-ში
A A
190
ნახვა
გაზიარება

სამი წელი გავრილოვის სისხლიანი ღამიდან – სტატიას ,,მთავარი” აქვეყნებს  2019 წლის 20 ივნისს “ოცნების” ხელისუფლებამ მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაარბია. რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიები ესროლეს და ცრემლსადენი გაზის კვამლში გაახვიეს. არ დაივიწყეს არც წყლის ჭავლის გამოყენება.

 

პროტესტი და საზოგადოების აღშფოთება კი საქართველოში რუსული დელეგაციის შემოშვებას, რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომასა და მისთვის წითელი ხალიჩის დაგებას მოჰყვა.

 

რა მოხდა 3 წლის წინ თბილისში – მივყვეთ ქრონოლოგიურად:

20 ივნისამდე რამდენიმე დღით ადრე:

 

17 ივნისი – “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში საპარლამენტო მართლმადიდებლური ასამბლეის ჩატარება იგეგმებოდა. მანვე დააანონსა, რომ ქვეყანაში რუსეთის დუმის რამდენიმე დეპუტატი უნდა ჩამოსულიყო.

 

19 ივნისი – აქციის ფონზე წარიმართა მიღება ავლაბრის რეზიდენციაში.

რატომ ჩამოვიდა საქართველოში სერგეი გავრილოვი

 

სერგეი გავრილოვი, რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი და რუსეთის დუმის მოქმედი დეპუტატი, საქართველოში სწორედ საპარლამენტო მართლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში ჩამოვიდა. ის რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

მაშინ ქართული ოპოზიცია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ აფხაზეთის ომის დროს, გავრილოვი ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა. ის ცნობილია იმითიც, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, რაც საქართველოს სუვერენიტეტის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს ეწინააღმდეგება.

 

რატომ დაიწყო აქცია 20 ივნისს

სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებამ ოპოზიციის

წევრები იმდენად აღაშფოთა, რომ ისინი პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ, მის სკამთან ხმაურით მივიდნენ და სწორედ მათი აქტიურობის შედეგად, პარლამენტში მიმდინარე ღონისძიება შეწყდა.

ოპოზიციონერი დეპუტატების დამსახურებით, გავრილოვმა შესვენების შემდეგ ირაკლი კობახიძის სკამი ვეღარ დაიკავა. სულ მალე ის პარლამენტის შენობიდანაც გაიყვანეს და “რედისონში” წაიყვანეს. მანამდე კი კაკო ბობოხიძემ მას წყალიც შეასხა.

პირველი აქცია

სწორედ ამ დროს, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, 9 აპრილის ქუჩაზე პროტესტის პირველი მონაწილეები იკრიბებოდნენ. სირცხვილი, Go and Take Away Russian Troops (წადი და გაიყვანე რუსული ჯარი) – ამ წარწერის მქონე ბანერები ეჭირათ ხელში აქტივისტებს.

გავრილოვისა და მასთან ერთად რუსი დეპუტატების “რედისონში” გადაყვანის შემდეგ, აქტივისტების ნაწილმაც სასტუმროსთან გადაინაცვლა. პროტესტი გაგრძელდა და შედეგიც გამოიღო – გავრილოვმა ჯერ “რედისონი”, შემდეგ კი საქართველო დატოვა.

ოპოზიციამ ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვა, აქტივისტებმა კი საღამოს, პარლამენტთან, მასშტაბური აქცია დააანონსეს.

ფართომასშტაბიანი აქცია პარლამენტთან 

პარლამენტის შენობასთან, აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მოქალაქეებს ხელისუფლებისგან სურდათ პასუხის მოსმენა კითხვაზე, “რა უნდოდა ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში”.

სპეციალურად მოწყობილ სცენასთან ნელ-ნელა პოლიტიკოსებიც გამოჩნდნენ და მათმა ნაწილმა შეკრებილ საზოგადოებასაც მიმართა.

მოქალაქეები პარლამენტის წინ გავრილოვისა და რუსული დელეგაციის ვიზიტს მშვიდობიანი გზით აპროტესტებდნენ, რასაც, ოდნავ მოგვიანებით აქციის დაშლა და სისხლიანი მოვლენები მოჰყვა.

 

აქციის დაშლა

დაახლოებით ღამის 12 საათისთვის, ძალოვანებმა აქციის დაშლა გაუფრთხილებლად დაიწყეს. ისინი იყენებდნენ ცრემლსადენ გაზსა და ცხოველებისთვის განკუთვნილ რეზინის ტყვიებს. აქციაზე გაზის გაშვება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ დემონსტრანტების ნაწილი თავდაცვის მიზნით გაიფანტა, თუმცა, რამდენიმე წუთში, მათ ისევ პარლამენტთან გადაინაცვლეს.

 

აქციაზე დაშავებულები

მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის შედეგად აქციის არაერთი მონაწილე და მედიის წარმომადგენელი დაშავდა. მათ შორის, “მთავარი არხის” ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი.

აქციაზე მედიის 30-მდე წარმომადგენელი დაშავდა. მათ ნაწილს რეზინის ტყვიები ზურგსა და კისერში ჰქონდა მოხვედრილი.

სპეცრაზმის მიერ დამიზნებით ნასროლი რეზინის ტყვიით, ორმა მოქალაქემ, გიორგი სულაშვილმა და მაკო გომურმა, თვალი დაკარგა.

მხედველობა დაკარგა აქციის კიდევ ოთხმა მონაწილემ, მათ შორის კობა ლეთოდიანმა, რომელმაც ერთი თვალი აფხაზეთის ომში დაკარგა. ოფიციალური მონაცემებით, 20 ივნისის სისხლიან აქციაზე სხეულის სხვადასხვა დაზიანება 240-მდე მოქალაქემ მიიღო.

20-21 ივნისის ღამით, მორიგი დაპირისპირება უკვე დილის 4 საათისთვის მოხდა. მაშინ, როცა სამართალდამცველებმა გამზირის “დასუფთავება” წყლის ჭავლით სცადეს. მოქალაქეების ნაწილი დაშლას არ აპირებდა, ძალოსნები კი მათ 9 აპრილის ბაღში გაეკიდნენ და რეზინის ტყვიებსაც ესროდნენ.

საბოლოოდ, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენები დაახლოებით 8-9 საათის შემდეგ ჩაწყნარდა.

“ოცნების” რეაქცია

მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეები პრემიერმინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდნენ, მმართველმა გუნდმა მხოლოდ ირაკლი კობახიძის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო. 21 ივნისს, ეს ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ ამცნო და არა თავად კობახიძემ.

“ოცნების” დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ დეპუტატის მანდატს ტოვებდა.

 

რა ხდებოდა მომდევნო დღეებში

20 ივნისის მოვლენების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე პროტესტი არ შეწყვეტილა. მოძრაობა “სირცხვილია” პარლამენტის წინ აქციებს ყოველდღიურად, რამდენიმე თვის განმავლობაში მართავდა. ამის შემდეგ იყო კიდევ არაერთი დარბევა, წყლის ჭავლი და დაშავებული დემონსტრანტი…

ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ შეასრულებდა 20 ივნისის შემდგომი აქციების ერთ-ერთ მოთხოვნას – შეცვლიდა საარჩევნო სისტემას და 2020 წლის არჩევლებს სრულად პროპორციული მოდელით ჩაატარებდა, თუმცა “ოცნების” დეპუტატებმა ინიცირებული ცვლილებების პაკეტი ჩააგდეს, რასაც კვლავ საპორტესტო გამოსვლები, პარლამენტის პიკეტი, დარბევები და დაკავებები მოჰყვა.

 

20 ივნისის დაზარალებულები სტრასბურგის სასამართლოში

ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ – 20 ივნისის სისხლიანი ღამის საქმესთან დაკავშირებული ორი სარჩელი განსახილველად მიიღო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლომ.

ჟურნალისტები და ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტები სტრასბურგს “ოცნების” ხელისუფლების არაადამიანური ქმედებების დადგენას სთხოვენ.

წამების აკრძლვა, გამოხატვის თავისუფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება – ეს არის საერთაშორისო კონვენციის ის მუხლები, რომლებიც მომჩივნების შეფასებით, გავრილოვის ღამეს “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ დაარღვია.

იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგიდან უკვე მიიღო შეკითხვები, რომლებზე პასუხის შემდეგაც მოსამართლეები უშუალოდ საქმეზე იმსჯელებენ. რამდენ ხანს გაგრძელდება მუშაობა სარჩელზე ძნელი სათქმელია, თუმცა დროს ამ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.

ჟურნალისტები და კიდევ ათობით აქტივისტი რომლებიც სისხლიან ღამეს დაზარალდნენ, დამნაშავეების გამოვლენასა და დასჯას უკვე სამი წელია, ელოდებიან…

უკვე დღეს, გავრილოვის სისხლიანი ღამიდან სამი წლის შემდეგ, 2022 წლის 20 ივნისს, 20:00 საათზე თბილისსა და სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის საზღვარგარეთაც აქცია “შინ ევროპისკენ” გაიმართება.

მარია გეგეჭკორი

mtavari.tv

 

 

გაზიარება76

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში ელექტროენერგია 87 378-ჯერ გაითიშა

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
ხვალ, ვისთან გაითიშება დენი მთელი დღის განმავლობაში – გადაამოწმეთ მისამართები
მთავარი

საქართველოში 2025 წელს, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის 87 378 ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული. დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში ენერგოომბუდსმენის აპარატში ელექტროენერგეტიკის...

დაწვრილებითDetails

,,ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღიკვეთა

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
სახლის სარდაფში, მუშებმა 22 კილო ოქრო იპოვეს
მთავარი

3-4 აპრილს, საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღიკვეთა - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 34 440...

დაწვრილებითDetails

ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ტექნიკური განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული...

დაწვრილებითDetails

თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 37 პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში დედაქალაქსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 12 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა...

დაწვრილებითDetails

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
მთავარი

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ძალადობას გულისხმობს. ქენან ისმაილოვის...

დაწვრილებითDetails

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ხელისუფლებას, საპატრიარქოს, სახალხო დამცველს და საზოგადოებას მიმართავენ

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 7, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
მთავარი

"მოგესალმებით. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ფატალური დაავადებაა რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების განლევას და სიკვდილს. საქართველოში დიუშენით დაავადებული 100-მდე ბავშვია რეგისტრირებული. სათანადო მედიკამენტების და მკურნალობის არარსებობის გამო საქართველოში ყოველწლიურად ამ დაავადებით...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

7 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი.   მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.   ბათუმშიც მზეა....

დაწვრილებითDetails

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღევანდელი დღე თანამშრომლობისკენ მოგიწოდებთ. მუშაობაში სხვებთან იდეების გაზიარება სარგებელს მოგიტანთ, თუმცა ფულის ხარჯვა აკონტროლეთ და წონასწორობის შესანარჩუნებლად მედიტაცია სცადეთ. კურო სიყვარულსა და ურთიერთობებში სიმშვიდე იგრძნობა. გაუფრთხილდით არასასურველ ხარჯებს და...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე უნდა თქვა

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე უნდა თქვა
მთავარი

7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს. ეს არის დღესასწაული, რომელიც ღვთისმშობლისთვის ანგელოზის მიერ ხარებას, რომ კაცობრიობის მხსნელს მოავლენს უკავშირდება. ხარების დღესასწაული მარხვას ემთხვევა. მაგრამ ამ დღეს მორწმუნეებს ზღვის პროდუქტებით...

დაწვრილებითDetails

7 აპრილს ხარებაა – რა ვიცით ამ დღესასწაულის შესახებ

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
7 აპრილს ხარებაა – რა ვიცით ამ დღესასწაულის შესახებ
მთავარი

7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს. ეს არის დღესასწაული, რომელიც ღვთისმშობლისთვის ანგელოზის მიერ ხარებას, რომ კაცობრიობის მხსნელს მოავლენს უკავშირდება. ხარების დღესასწაული მარხვას ემთხვევა. მაგრამ ამ დღეს მორწმუნეებს ზღვის პროდუქტებით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"