ქუთაისს გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი სტუმრობდა. მახლი ქუთაისში გაეროს კვირეული ფარგლებში იმყოფებოდა. მან ახალგაზრდებთან, მერიისა და იმერეთის სამახარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ბოტანიკურ ბაღში 17 ხე დარგო, გაეროს 17 მიზნის აღსანიშნავად. ეს მიზნები ძირითადად ეკონომიკური ზრდას, სოციალურ ინკლუზიასა და გარემოს დაცვას აერთიანებენ. ღონისძიებას ორგანიზება, რომელიც ასევე საჯარო ლექციასა და კონკურსს მოიცავდა არასამთავრობო ორგანიზაციებმა “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და “განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა გაუწიეს”.
“ქუთაისში გადავწყვიტეთ ჩამოვსულიყავით რათა აღგვენიშნა გაეროს დღე, რომელსაც ჩველებრივ 24 ოქტომბერს აღვნიშნავთ. დავრგეთ ხეები, რადგან, როცა კლიმატის ცვლილბებსა და სხვა პრობლემებზე საუბრობ ეს ძალინ პოზიტიული მესიჯია. აქ როგორც ხევადვთ ბევრი ახალგაზრდა ადამიანია და წლევანდელ იუბილეს ასე ხეების დარგვით აღვნიშნავთ.” – განაცხადა საბინე მახლიმ.