რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაში
იმისთვის, რომ კარგად წარმოვიდგინოთ რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის მასშტაბი და ხარისხი, უნდა შევხედოთ გაეროს გენასამბლეის მიერ რამდენიმე საათის წინ მიერ მიღებულ რეზოლუციას “აგრესია უკრაინის წინააღმდეგ”.
დავიწყოთ იმით, რომ ეს რეზოლუცია მიღებულ იქნა საამისოდ მოწვეულ “გადაუდებელ სპეციალურ სესიაზე” (emergency special session). ამ ინსტრუმენტს გაერო უკიდურესად იშვიათად მიმართავს, და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უშიშროების საბჭოს რომელიმე მუდმივი წევრი ბლოკავს გადაწყვეტილების მიღებას. ბოლოს ამგვარი სესია 40 წლის წინ იქნა მოწვეული!
პოზიციათა იმ განლაგებით, რომელიც დღეს გენასამბლეის დარბაზში იყო, რეზოლუციის მისაღებად საკმარისი იქნებოდა 98 მხარდამჭერი. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 141-მა სახელწმიფომ!
რუსეთს (და ბელარუსს) მხარი არ დაუჭირეს მისმა ისეთმა “ძმაკაცებმა”, როგორებიც არიან ირანი, ნიკარაგუა, ვენესუელა, და კუბა.
რუსეთმა (და ბელარუსმა) ვერ მიიღო ყოფილი სსრკ-ს ვერცერთი ხმა! სომხეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთიც კი ვერ მიიმხრეს!
ჩინეთმა ხაზგასმით ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა, სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზენაესობა ახსენა და ნატო-საც გაკრა კბილი.
უკრაინის სასარგებლოდ ხმა მისცა სერბიამაც!
რუსეთი (და ბელარუსი) ჩრდილოეთ კორეის, ერითრეის და სირიის ამარა დარჩნენ.
საბოლოო შედეგი: რეზოლუციის მომხრე – 141, მოწინააღმდეგე – 5.
რუსული დიპლომატიის კატასტროფა.