ქარელთან, ავტომაგისტრალზე გაერთიანებული წყალმომარაგების მანქანა გზიდან გადავარდა.
“მაქვს ინფორმაცია, რომ შიდა ქართლიდან არ იყვნენ. სავარაუდოდ ქუთაისიდან მოდიოდნენ. წასულები არიან ჩვენები დეტალების გასაგებად”, – გვითხრა კონსტანტინე თავზარაშვილმა, წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის ფილიალის ხელმძღვანელმა.
როგორც “ინფო რუსთავს” საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ერთი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, ხოლო 2 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.