LIVE TV
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავეს

დაპოსტა 2026/02/19-ში
69
ნახვა
გაზიარება

ბრიტანულმა პოლიციამ მეფე ჩარლზ III-ის უმცროსი ძმა, 65 წლის ენდრიუ მაუნტბატენ-ვინძორი დააკავა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, ყოფილი პრინცი ენდრიუ სამოხელეო დანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული.

„გამოძიების ფარგლებში დღეს, 19 თებერვალს სამოხელეო დანაშაულის ბრალდებით დავაკავეთ 65 წლის მამაკაცი ნორფოლკიდან და ბერკშირსა და ნორფოლკში ჩხრეკა ჩავატარეთ. მამაკაცი პოლიციაშია გადაყვანილი და დაკავებულია“, – ციტირებს BBC ადგილობრივ პოლიციას.

კონკრეტულად, რას ედავებიან ენდრიუს, ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ იანვარში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ენდრიუს ჯეფრი ეპშტეინთან რეგულარული მიმოწერა ჰქონდა. ისინი განიხილავდნენ პოტენციურ ბიზნეს გარიგებებს, სოციალურ შეხვედრებსა და ქალებს, რომელთა გაცნობასაც ფინანსისტი პრინცს სთავაზობდა.

ბრიტანეთის მეფის ძმა უარყოფდა ამერიკელი ფინანსისტის დანაშაულებთან კავშირს და ამბობდა, რომ მასთან ურთიერთობა 2008 წელს, განაჩენის გამოტანის შემდეგ შეწყვიტა. მისი თქმით, ისინი 2010 წელს ნიუ-იორკში შეხვდნენ, თუმცა მხოლოდ იმისთვის, რომ ურთიერთობისთვის წერტილი დაესვათ.

ეპშტეინის ერთ-ერთი მსხვერპლი, ამერიკელი ვირჯინია ჯუფრე ამბობდა, რომ 17 წლის ასაკში ენდრიუსთან სექსუალური კავშირი სამჯერ ჰქონდა. ჯუფრემ 2025 წლის აპრილში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ცნობისთვის, გასული წლის ოქტომბერში, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამემ უმცროს ძმას, იორკის ჰერცოგ პრინც ენდრიუს ოფიციალურად ჩამოართვა ყველა ტიტული.

გაზიარება28

დაკავშირებული -პოსტები

იმერეთში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

თებერვალი 19, 2026
19
მთავარი

იმერეთში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა  სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ზესტაფონსა და საჩხერეში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ინდმეწარმეები თ. გ. (მის: სოფ. ცხრაწყარო,...

დაწვრილებითDetails

რა იგეგმება ნიკეას ქუჩაზე

თებერვალი 19, 2026
47
default
მთავარი

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილესთან, დავით კვინიკაძესთან ერთად, ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე დაგეგმილი პროექტის დეტალები ადგილზე განიხილა - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებს...

დაწვრილებითDetails

„ლელო“ გააგრძელებს პოზიციონირებას როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი

თებერვალი 19, 2026
8
მთავარი

"ძლიერი საქართველო – ლელო“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გააგრძელებენ პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი: „ძლიერი საქართველო - ლელო“ პასუხისმგებლობით ეკიდება ქართული საზოგადოების ნდობას და ნებისმიერი ტიპის ოპოზიციურ კოორდინაციას. ჩვენი...

დაწვრილებითDetails

“გუ­ბერ­ნა­ტო­რის ინ­სტი­ტუ­ტი არის საკ­მა­ოდ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი”- სოზარ სუბარი

თებერვალი 19, 2026
53
მთავარი

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რეგიონული განვითარების მინისტრის მოსმენისას, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მართვის სისტემაში არსებული ფუნქციური დუბლირების საკითხი დააყენა და ერთ-ერთი ინსტიტუტის...

დაწვრილებითDetails

გამოვლინდა სანიტარიული ნორმების დარღვევით მოქმედი საკონდიტრო

თებერვალი 19, 2026
85
მთავარი

თბილისში სანიტარიული ნორმების დარღვევით მოქმედი საკონდიტრო დამფასოებელი საწარმო გამოვლინდა  სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა იმპორტირებული საკონდიტრო ნაწარმის დამფასოებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ინდმეწარმე ვ. ჯ. ( მის: ქ. თბილისი, აგლაძის...

დაწვრილებითDetails

გამოვდივართ ინიციატივით, რომ სახელმწიფოში შეიქმნას ფარმაცევტული ქარხანა – ვლადიმერ ბოჟაძე

თებერვალი 19, 2026
11
მთავარი

„ევროპელი სოციალისტები“ გამოვდივართ ინიციატივით, რომ სახელმწიფოში შეიქმნას ფარმაცევტული ქარხანა, რომელიც ხარისხიან, უსაფრთხო, ხელმისაწვდომ მედიკამენტებს გამოუშვებს, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების" დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ინიციატივა არ გულისხმობს სააფთიაქო...

დაწვრილებითDetails

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიასთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა

თებერვალი 19, 2026
11
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისისთვის ვამზადებთ ახალ, მასშტაბურ პროექტებს – ინფრასტრუქტურის მინისტრი

თებერვალი 19, 2026
504
default
მთავარი

„ქუთაისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება. დღეს ადგილზე დავათვალიერეთ მოსწავლე - ახალგაზრდობის პარკისა და პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები, რომლებიც აქტიურ ფაზაშია და განსაზღვრული გეგმის შესაბამისად ხორციელდება. ვისაუბრეთ ქალაქის...

დაწვრილებითDetails

გადასახედია ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნის პრაქტიკა- CPT ანგარიში საქართველოზე

თებერვალი 19, 2026
23
მთავარი

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტის (CPT)  ანგარიში, რომელიც დღეს, 18 თებერვალს გამოქვეყნდა, ეხება ფსიქიატრიულ საავადმყოფოებსაც საქართველოში. ანგარიშის თანახმად, CPT-ის დელეგაცია პირველად ეწვია თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს (შემდგომში: თბილისის ფსიქიატრიული საავადმყოფო) და განახორციელა...

დაწვრილებითDetails

ვებსაიტები და მობილური აპლიკაციები შშმ პირებისთვის მისაწვდომი უნდა გახდეს – კანონპროექტი

თებერვალი 19, 2026
13
მთავარი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, შესაბამის სუბიექტებს გაუჩნდებათ ვალდებულება ვებსაიტები და მობილური აპლიკაციები შშმ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».