LIVE TV
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია – დიმიტრი ხუნდაძე

დაპოსტა 2026/02/19-ში
82
ნახვა
გაზიარება

გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება დადგენილებას, რომლის თანახმად საქართველოში 1-ელი აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია.

როგორც ხუნდაძე წერს, ეს ვერც ავტოპარკის განახლებას უზრუნველყოფს და ვერც ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

„გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს.

ეს ვერც ავტოპარკის განახლებას უზრუნველყოფს და ვერც ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. პირიქით, არსებული ძველი მანქანები კიდევ უფრო დიდხანს დარჩება მიმოქცევაში და მეტი ცვეთის და სიძველის გამო, კიდევ უფრო მეტად დააბინძურებს გარემოს. თანაც რეგულაცია არ ეხება დიდი ზომის სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტოტრანსპორტს, რომელსაც უფრო მაღალი ცვეთის რეჟიმი აქვს და უფრო მეტად შეუძლია გარემოს დაბინძურება.

რეგულაცია განსაკუთრებულ პრობლემებს რეგიონებში შექმნის, სადაც არ არსებობს არც შიდა მუნიციპალური და არც საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ასეთი ვითარება განსაკუთრებით დააწვება ტვირთად საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს. აღარაფერს ვამბობ იმპორტიორებზე, რომელთა საქმიანობა, გარდა შემოსავლისა, ბევრი ოჯახისთვის ქმნის სამუშაო ადგილებს.

სანამ რეგულაციას ნეგატიური შედეგი არ მოუტანია, ის უნდა გადაიხედოს. პოლიტიკური ჯგუფი, „ხალხის ძალა”, მზად არის ჩაერთოს კონსულტაციებში“,-წერს ხუნდაძე.

გაზიარება33

დაკავშირებული -პოსტები

გადასახედია ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნის პრაქტიკა- CPT ანგარიში საქართველოზე

თებერვალი 19, 2026
0
მთავარი

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტის (CPT)  ანგარიში, რომელიც დღეს, 18 თებერვალს გამოქვეყნდა, ეხება ფსიქიატრიულ საავადმყოფოებსაც საქართველოში. ანგარიშის თანახმად, CPT-ის დელეგაცია პირველად ეწვია თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს (შემდგომში: თბილისის ფსიქიატრიული საავადმყოფო) და განახორციელა...

დაწვრილებითDetails

ვებსაიტები და მობილური აპლიკაციები შშმ პირებისთვის მისაწვდომი უნდა გახდეს – კანონპროექტი

თებერვალი 19, 2026
2
მთავარი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, შესაბამის სუბიექტებს გაუჩნდებათ ვალდებულება ვებსაიტები და მობილური აპლიკაციები შშმ...

დაწვრილებითDetails

„ნამახვანჰესის“ საქმეზე სასამართლომ 400 მლნ დოლარის გადახდის აღსრულება შეაჩერა

თებერვალი 19, 2026
50
მთავარი

პარიზის სააპელაციო სასამართლომ „ნამახვანჰესის“ საქმეზე საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება აღიარა, რომლის მიხედვითაც საქართველოს კომპანია „ენკას“ (Enka Renewables LLC) სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, მაგრამ  ქართული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ...

დაწვრილებითDetails

ხანძარი გურჯაანში – დაშავებულია ერთი პირი

თებერვალი 19, 2026
19
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად მექანიკოსი დაშავდა. შემთხვევა სოფელ ბაკურციხეში, სოფლის შესასვლელში მდებარე ავტოსერვისში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი მანქანას არემონტებდა და ავტომობილი სპეციალურ მოწყობილობაზე ჰყავდა აწეული, როცა ტრანსპორტს ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა. ხანძრის...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და სხვა რეგიონებში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

თებერვალი 19, 2026
16
მთავარი

სამართალდარღვევები დაფიქსირდა კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან დამზადებული საშეშე მასალისა და მრგვალი ხე-ტყის (მორი) უკანონო ტრანსპორტირებას სამართალდამრღვევები ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ახდენდნენ. ჯამში ამოღებულია...

დაწვრილებითDetails

იტალიაში 22 წლის ქართველი კაცი პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს

თებერვალი 19, 2026
57
მთავარი

იტალიაში 22 წლის ქართველი კაცი პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. იტალიური მედია წერს, რომ ქართველი ახალგაზრდა ქალაქ უდინეში პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც ის ერთ-ერთ ბარში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და შეუსაბამოდ...

დაწვრილებითDetails

რაც ბრალში წერია, არც ერთი სიტყვა არ დადასტურდება – ელისო კილაძის ადვოკატი

თებერვალი 19, 2026
45
მთავარი

ვინახულე , ერთად გავეცანით ბრალდების დადგენილებას, რა თქმა უნდა, არც ერთ პუნქტს არ ეთანხმება - იქიდან, რაც ბრალში წერია, არც ერთი სიტყვა არ დადასტურდება,- ამის შესახებ ჟურნალისტ ელისო კილაძის ადვოკატმა, ვალერი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა – საქსტატი

თებერვალი 19, 2026
13
ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.3 პროცენტი შეადგინა. მათივე ცნობით, 2025 წლის IV კვარტალში...

დაწვრილებითDetails

თბი­ლის­ში და­კარ­გუ­ლი 24 წლის ევე­ლი­ნა სმირ­ნო­ვა იპოვეს

თებერვალი 19, 2026
1.6k
მთავარი

თბი­ლის­ში და­კარ­გუ­ლი ლატ­ვი­ის მო­ქა­ლა­ქე, 24 წლის ევე­ლი­ნა სმირ­ნო­ვა ნა­პოვ­ნია. ინ­ფორ­მა­ცია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ ადასტურებს. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ახალ­გაზ­რდა ქალი უვ­ნე­ბე­ლია და ის უკვე შეხ­ვდა ახ­ლობ­ლებს. შსს-ს ცნო­ბით, საქ­მე კრი­მი­ნა­ლურ შემ­თხვე­ვას­თან არ გვაქვს....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეა დაკავებული, რომლებიც ბირთვული მასალა ურანისა და რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას გეგმავდნენ

თებერვალი 19, 2026
697
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღე ნახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად 13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 29 პირი, - ამის შესახებ სუს-ის უფროსის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».