,,გადაუღებლად წვიმს 13/06…” -ლადო მესხიშვილის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან. მაყურებელი მაკა კუკულავას პიესის ,,მეორე ნახევარი” მიხედვით დადგმულ, რეჟისორ ლილი ბურბუთაშვილის ერთ მოქმედებიანი სპექტაკლს ,,გადაუღებლად წვიმს 13/06…” 6 თებერვალს იხილავს.
სპექტაკლის პრემიერა ასევე 7 და 9 თებერვალის გაიმართება.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები პრემია ,,დურუჯის” 2019 წლის გამარჯვებული – ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ენდი ძიძავა, მესხიშვილის პრემიის ლაურეატი დავით როინიშვილი და ზაზა კილასონია.
ფოტო: მესხიშვილის თეატრი