LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ღამე და­ძი­ნე­ბის ეში­ნო­და – მომ­კლავ­სო – რას წერს ჟურნალისტი შვილიშვილის მიერ ბებიის მკვლელობაზე

გადასახედია ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნის პრაქტიკა- CPT ანგარიში საქართველოზე

დაპოსტა 2026/02/19-ში
A A
114
ნახვა
გაზიარება

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტის (CPT)  ანგარიში, რომელიც დღეს, 18 თებერვალს გამოქვეყნდა, ეხება ფსიქიატრიულ საავადმყოფოებსაც საქართველოში.

ანგარიშის თანახმად, CPT-ის დელეგაცია პირველად ეწვია თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს (შემდგომში: თბილისის ფსიქიატრიული საავადმყოფო) და განახორციელა შემდგომი ვიზიტები ბათუმის სამედიცინო ცენტრის ფსიქიატრიულ განყოფილებაში (შემდგომში: ხელვაჩაურის ფსიქიატრიული საავადმყოფო) და ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (შემდგომში: ქუტირის ფსიქიატრიული საავადმყოფო).

კომიტეტი აღნიშნავს, რომ სამივე მონახულებულ საავადმყოფოში ფიქსაცია (შეკავება), როგორც წესი, გამოიყენებოდა ქიმიურ შეზღუდვასთან კომბინაციაში (სედატიური ან ანტიფსიქოზური მედიკამენტების კუნთშიდა ინექცია), რომელიც პაციენტის დასამშვიდებლად გამოიყენებოდა შეზღუდვის ეპიზოდის დასაწყისში.

თუმცა, ისევე როგორც წარსულში, არც ახლა არცერთ მონახულებულ საავადმყოფოში ქიმიური შეზღუდვის შემთხვევები არ აღირიცხებოდა სპეციალურ ჟურნალში.

ამავე დროს, ანგარიშის მიხედვით, სამივე დაწესებულება დიდწილად ეყრდნობოდა პირველი თაობის ანტიფსიქოზურ საშუალებებს, რომელთა ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა სერიოზული გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.

საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უნდა გადახედოს ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნის პრაქტიკას, რათა ეტაპობრივად შემცირდეს პირველი თაობის ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოწერა და ისინი, საჭიროების შემთხვევაში, ახალი თაობის ანტიფსიქოზური საშუალებებით ჩანაცვლდეს.

ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი წერს, რომ საქართველოს ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლებმა დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ, რომლებიც ფოკუსირებულია გრძელვადიანი პაციენტების დეინსტიტუციონალიზაციასა და თემზე დაფუძნებული ზრუნვის ხელშეწყობაზე.

CPT წერს, რომ სურს, მიიღოს განახლებული ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ დეინსტიტუციონალიზაციის პოლიტიკის განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესის შესახებ.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ დელეგაციას არ მიუღია საჩივრები პერსონალის მხრიდან ბოლოდროინდელი ფიზიკური არასათანადო მოპყრობის შესახებ მონახულებულ დაწესებულებებში. პირიქით, პაციენტები ზოგადად დადებითად საუბრობდნენ პერსონალთან ურთიერთობაზე.

თუმცა, ხელვაჩაურისა და თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში იყო პრეტენზიები იმის შესახებ, რომ უმცროსი სამედიცინო პერსონალი (სანიტრები) პაციენტებს უყვიროდნენ და უპატივცემულო ენით მიმართავდნენ.

ერთ შემთხვევაში დელეგაცია თავად გახდა თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სანიტრის მხრიდან მსგავსი ქცევის მომსწრე.

CPT რეკომენდაციას უწევს ამ ორი საავადმყოფოს ხელმძღვანელობას, რეგულარულად მისცენ მითითებები უმცროს სამედიცინო პერსონალს, რომ პაციენტებს უნდა მოეპყრონ ღირსებითა და პატივისცემით, და რომ პაციენტების მიმართ ნებისმიერი ფორმის არასათანადო მოპყრობა, მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიუღებელია და შესაბამისად დაისჯება.

კომიტეტი ასევე წერს, რომ აუცილებელია, მათი სამუშაოს რთული ხასიათის გათვალისწინებით, უმცროსი სამედიცინო პერსონალი შეირჩეს ყურადღებით და მათ ჩაუტარდეთ სათანადო მომზადება მოვალეობის შესრულების დაწყებამდე, ისევე როგორც მუდმივი გადამზადება.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ტრენინგებს პაციენტების აგრესიული ქცევის პრევენციასა და მართვაში, მათ შორის სიტყვიერი დეესკალაციის უნარებში. გარდა ამისა, მოვალეობის შესრულებისას სანიტრები უნდა იმყოფებოდნენ სამედიცინო პერსონალის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ.

კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა, რომ ამ შენიშვნების გათვალისწინებით შემუშავდეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში უმცროსი სამედიცინო პერსონალის შერჩევის, მომზადებისა და ზედამხედველობის პროცედურები.

ვიზიტის დროს მოპოვებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ პაციენტებს შორის ძალადობა არ წარმოადგენდა დიდ პრობლემას არცერთ მონახულებულ საავადმყოფოში და პერსონალი ამ მხრივ ფხიზლად იყო.

ამასთან, პაციენტებს შორის დროდადრო ხდებოდა ფიზიკური შელაპარაკებები, რაც გასაკვირი არ არის იმის გათვალისწინებით, რომ განყოფილებებში პერსონალის რაოდენობა ზოგადად დაბალია (რაც ართულებს პაციენტების ზედამხედველობასა და მათთან ურთიერთობას) და პაციენტებისთვის არ არსებობს ორგანიზებული აქტივობები (რამაც ზოგიერთ განყოფილებაში გარკვეულწილად ქაოტური გარემო შექმნა).

რაც შეეხება საცხოვრებელ პირობებს – კომიტეტი წერს, რომ ქუტირის (ყოფილი ხონის) ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მატერიალური პირობები CPT-ის წინა ვიზიტების ანგარიშებში მკაცრი კრიტიკის საგანი იყო – დაწესებულების გარკვეულ ნაწილებში არსებული პირობები შეფასებული იყო როგორც „შეუფერებელი სამედიცინო დაწესებულებისთვის“ ან თუნდაც „არაადამიანური და დამამცირებელი“.

შესაბამისად, კომიტეტმა მიმდინარე ვიზიტისას დიდი კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საავადმყოფომ გაიარა ყოვლისმომცველი სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო პროგრამა და გარდაიქმნა დაწესებულებად, რომელიც თავის პაციენტებსა და სოციალური ზრუნვის ბენეფიციარებს სთავაზობს ზოგადად კარგი სტანდარტის საცხოვრებელ პირობებს.

პაციენტების საცხოვრებელი ოთახები მთელ დაწესებულებაში იყო კარგ მდგომარეობაში, სუფთა, კარგად განათებული, საკმარისად გამთბარი და ვენტილირებული. ისინი აღჭურვილი იყო საწოლებით სრული თეთრეულით, საწოლისპირა ტუმბოებით, თაროებითა და ტელევიზორით, ასევე ჰქონდათ ტუალეტი და შხაპი. გარდა ამისა, ყველა განყოფილების დერეფანში ხელმისაწვდომი იყო ინდივიდუალური კარადები, სადაც პაციენტებს შეეძლოთ პირადი ნივთების შენახვა. საავადმყოფოს ასევე ჰქონდა ახალი სამზარეულო და სამრეცხაო.

საავადმყოფოს ფორენზიკულ (სასამართლო ფსიქიატრიულ) განყოფილებებში პაციენტების ოთახების უმეტესობა ოთხსაწოლიანი იყო. თუმცა, დელეგაციამ აღნიშნა, რომ ბევრი ეს ოთახი მხოლოდ 14-დან 15 კვ.მ-მდე იყო (სველი წერტილის გარეშე), იყო სრულად დაკავებული, რაც ქმნიდა ვიწრო საცხოვრებელ სივრცეს.

ამასთან დაკავშირებით, საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ დელეგაციას აცნობა, რომ 2025 წლის დასაწყისში ფსიქიკური აშლილობის მქონე სოციალური ზრუნვის ბენეფიციარებისთვის ახალი ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, საავადმყოფოს დაემატებოდა თავისუფალი ადგილები, რაც შეამცირებდა ფორენზიკულ განყოფილებებში პაციენტთა სიმჭიდროვეს.

CPT-ს სურს მიიღოს დადასტურება, რომ ეს გეგმები განხორციელდა.

გაზიარება46

დაკავშირებული -პოსტები

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება

by მეგა TV
აპრილი 11, 2026
0
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
მთავარი

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, თეოფილე მესამე აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 14:00 საათზე შევა და საფლავი დაიხურება. უფლის მოწყალების...

დაწვრილებითDetails

“ჩვენს თვალწინ იბადებიან როგორც ახალი დროის მოწამენი, ასევე ახალი დროის ჯალათები” – მეუფე გრიგოლი

by მეგა TV
აპრილი 11, 2026
0
“ჩვენს თვალწინ იბადებიან როგორც ახალი დროის მოწამენი, ასევე ახალი დროის ჯალათები” – მეუფე გრიგოლი
მთავარი

ჩვენს თვალწინ იბადებიან როგორც ახალი დროის მოწამენი, ასევე ახალი დროის ჯალათები. ერთნი გულში დაფარულად ატარებენ ჯვარს, მეორენი საჯაროდ იწონებენ თავს ქრისტიანობისადმი კუთვნილების გამომხატველი გარეგნული ნიშნებით, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში – განახლებული პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 11, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

11  აპრილს - შაბათს დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, ღამით მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ....

დაწვრილებითDetails

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 11, 2026
0
„ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე…“ – თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
მთავარი

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმოძრავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება. დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 12-13 აპრილისთვის დაწესდა ავტობუსის ცხრა...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დიდ შაბათს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
აპრილი 11, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

უფალო იესო ქრისტე,ვშენ, რომელმაც ირჩიე ჯვარი ჩვენი ხსნისათვისვდა საფლავში გარდამოხვედი, დამდაბლებულად და მშვიდად მოგეგებები დღეს, დიდ შაბათს. გთხოვ, განმწმინდე მე ცოდვილის გული, შეიწყალე ჩემი სულიცა და ხორციცა, მიმანიჭე სიმშვიდე, დუმილი...

დაწვრილებითDetails

დღეს დიდი შაბათია – რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ

by მეგა TV
აპრილი 11, 2026
0
დღეს დიდი შაბათია – რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ
მთავარი

დღეს, დიდ შაბათია. ამ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო დილით გარდამოხსნის შემოტარების წესი სრულდება. გარდამოხსნის შემოტარების შემდეგ ლიტურგია გაიმართება და მორწმუნეებს წმინდა ზიარების...

დაწვრილებითDetails

11 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 11, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
ამინდი

11 აპრილს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +9 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +9...

დაწვრილებითDetails

11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 11, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი ნუ განმარტოვდებით, პირიქით, შეეცადეთ, სასწრაფოდ შეცვალოთ მოსაწყენი სიტუაცია და მოიფიქროთ რაიმე ახალი. გაიხსენეთ თქვენი მისწრაფებები. კურო თქვენს ცხოვრებაში სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი ცვლილებების დრო დადგა, სიფრთხილითა და ყურადღებით მოეკიდეთ ყოველ...

დაწვრილებითDetails

რუსთავში დაკარგული 14 წლის ბიჭი იპოვეს

by მეგა TV
აპრილი 10, 2026
0
„აცვია შავი ქურთუკი და ახურავს შავი კეპი“ – 14 წლის მოზარდს ეძებენ
მთავარი

რუსთავში 5 დღის წინ დაკარგული მოზარდი თბილისში იპოვეს. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. მათი ცნობით, 14 წლის ლუკა კაპანაძე ოჯახთან ერთად, უვნებლად იმყოფება.

დაწვრილებითDetails

შემოსავლების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 10, 2026
0
შემოსავლების სამსახური Sky News-ის ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უქმე დღეებთან დაკავშირებული სამუშაო გრაფიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, 2026 წლის 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"