LIVE TV
პარასკევი, ნოემბერი 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

გადამწვარი შენობები – მინიაპოლისში სიტუაცია უმართავია (+ფოტო)

დაპოსტა 2020/05/29-ში
699
ნახვა
გაზიარება
შავ­კა­ნი­ა­ნი მა­მა­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, აშშ-ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის მძაფ­რი საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა არ წყდე­ბა. 46 წლის ჯორჯ ფლო­ი­დის მკვლე­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა პო­ლი­ცი­ე­ლებს სდებს ბრალს და სა­მარ­თლდამ­ცველ­თა გა­სა­მარ­თლე­ბას გაზ­რახ მკლვლე­ლო­ბის მუხ­ლით მო­ი­თხოვს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. შტატის გუბერნატორმა ქალაქში წესრიგის აღდგენის მიზნით, პოლიციის დასახმარებლად, ეროვნული გვარდიის ნაწილები გამოიყვანა.

შემ­თხვე­ვა მი­ნო­სე­ტას შტატ­ში, ქა­ლაქ მი­ნე­ა­პო­ლის­ში მოხ­და. 26 მა­ისს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჯორჯ ფლო­ი­დის და­კა­ვე­ბის ვი­დეო გავ­რცელ­და, სა­დაც ჩანს, რომ შავ­კა­ნი­ა­ნი მა­მა­კა­ცის კი­სერ­ზე პო­ლი­ცი­ელს ფეხი აქვს და­ჭე­რი­ლი. და­კა­ვე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ ვერ სუნ­თქავს და პო­ლი­ცი­ელს გაშ­ვე­ბას სთხოვს, ის კი მის თხოვ­ნას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. შემ­დეგ ჩანს, რო­გორ წყვეტს მოძ­რა­ო­ბას ფლო­ი­დი, მო­დის სას­წრა­ფო და მიჰ­ყავთ.

https://www.youtube.com/watch?v=7wdHquFuDt8&feature=emb_logo

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფლო­ი­დი კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. ამ ამ­ბავს ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ 4 პო­ლი­ცი­ე­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მოჰ­ყვა, რა­მაც პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია.

მო­მი­ტინ­გე­ებ­მა მი­ნე­ა­პო­ლის­ში გა­და­წვეს შე­ნო­ბე­ბი, მათ შო­რის, ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­საც, გრა­ფი­ტით შე­ღე­ბეს სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მან­ქა­ნე­ბი. ორი დღის წინ მათ და­საშ­ლე­ლად პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ცრემლსა­დე­ნი აირი გა­მო­ი­ყე­ნეს, თუმ­ცა პრო­ტეს­ტის ტალ­ღა არა­თუ შე­ჩერ­და, არა­მედ გაძ­ლი­ერ­და.

რო­გორც BBC წერს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­სა და მო­მი­ტინ­გე­ებს შო­რის მომ­ხდა­რი შე­ტა­კე­ბე­ბის შემ­დეგ, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის და­ნა­ყო­ფე­ბი მი­ნე­ა­პო­ლის­ში გაგ­ზავ­ნეს.

ქა­ლაქ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს “ტვი­ტე­რის” პი­რა­დი გვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით ეხ­მი­ა­ნე­ბა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პიც: ის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს “ავა­ზა­კებს“ უწო­დებს. პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ის გან­ზე ვერ გად­გე­ბა და ვერ უყუ­რებს, რა ხდე­ბა ამე­რი­კის დიდ ქა­ლაქ­ში.

“ეს ავა­ზა­კე­ბი ჯორჯ ფლო­დის ხსოვ­ნას შე­უ­რა­ცხყო­ფენ. მე ამას არ და­ვუშ­ვებ, რო­დე­საც ძარ­ცვა-გლე­ჯა იწყე­ბა, სრო­ლაც იწყე­ბა,“ – წერს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მი­ნე­ა­პო­ლის­ში მომ­ხდარ შემ­ზა­რავ ფაქტს პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა ჩი­კა­გო­ში, ლოს ან­ჯე­ლეს­სა და მემ­ფის­ში.

მი­ნე­სო­ტას გუ­ბერ­ნა­ტო­რის, ტიმ ვოლ­ზის თქმით, მი­ნე­ა­პო­ლის­ში ძა­ლი­ან სა­ში­ში ვი­თა­რე­ბაა. იგი მო­სახ­ლე­ო­ბას დამ­შვი­დე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. BBC-ის ცნო­ბით, აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ცდი­ლობ­დნენ, რომ პრო­ტეს­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი ფორ­მა შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ და ასე­ვე კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხის გამო და­ეც­ვათ სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­ცე­სი უმარ­თა­ვი გახ­და.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მთა­ვა­რი სლო­გა­ნი და შე­ძა­ხი­ლე­ბი ასე­თია: “ვერ ვსუნ­თქავ“, “ის შე­იძ­ლე­ბა მე ვი­ყა­ვი“, “შე­წყვი­ტეთ შავ­კა­ნი­ა­ნე­ბის მოკ­ვლა”.

პრო­ტეს­ტის ტალ­ღას შე­უ­ერ­თდნენ პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც. ისი­ნი გმო­ბენ მი­ნე­ა­პო­ლის­ში მომ­ხდარ ფაქტს. ვარ­სკვლა­ვე­ბი აღ­ნიშ­ნულს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან და წე­რენ, რომ შავ­კა­ნი­ა­ნე­ბის და­ხოც­ვა უნდა შე­წყდეს.

ნა­ო­მი ქემ­პბე­ლი, სუ­პერ­მო­დე­ლი: სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის, ცუ­დად ვარ და და­ვი­ღა­ლე, და­ვი­ღა­ლე სევ­დით ჩვენს ხალ­ხზე, რომ­ლე­ბიც ტყუ­ი­ლად კვდე­ბი­ან. ამ გა­მოწ­ვე­ვის დროს, ვფიქ­რობ­დი, რომ შეგ­ვეძ­ლო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, მაგ­რამ ჩანს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის დრო­საც რა­სიზ­მი კი­დევ უფრო ძლი­ე­რია. ეს სად დამ­თავ­რდე­ბა? მე შავი ვარ და ამა­ყი ვარ ამით.

ბელა ჰა­დი­დი, მო­დე­ლი: ეს უნდა დას­რულ­დეს. ძნე­ლია ამ ვი­დე­ოს ყუ­რე­ბა, ძნე­ლია იმა­ზე ფიქ­რი, რომ ასე­თი რა­ღა­ცე­ბი ისევ ხდე­ბა, მაგ­რამ ეს რე­ა­ლო­ბაა. ამ პო­ლი­ცი­ელ­მა პა­სუ­ხი უნდა აგოს ამაზ­რზე­ნი და სა­ზა­რე­ლი მოქ­მე­დე­ბის გამო. თავს ძა­ლი­ან ცუ­დად ვგრძნობ. ბო­დი­ში ჯორჯ ფლო­იდს და მის ოჯახს.
ელენ დე­ჯე­ნერ­სი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი: მო­უს­მი­ნეთ ხალ­ხის ხმას და მათ პა­სუხს თქვენს ქმე­დე­ბებ­ზე.

დემი ლო­ვა­ტო, მომ­ღე­რა­ლი: “მინ­და, რომ შავ­კა­ნი­ა­ნებს მშვი­დად ცხოვ­რე­ბა შე­ეძ­ლოთ”. ლო­ვა­ტომ ასე­ვე მო­უ­წო­და თა­ვის მე­გობ­რებს და გან­სა­კუთ­რე­ბით კი თეთრკა­ნი­ა­ნებს, რომ იბ­რძო­ლონ შავ­კა­ნი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის­თვის.

ბი­ონ­სემ თა­ვი­სი ვებ-გვერ­დის ქა­ვე­რის ფოტო შეც­ვა­ლა და ჯორჯ ფლო­ი­დის ფოტო და­ა­ყე­ნა.

ცნო­ბი­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი, სტეფ კარი “ინ­სტაგ­რამ­ზე” ჯორჯ ფლო­ი­დის ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს და წერს:

“თუ ეს ფოტო არ გა­წუ­ხებს, არ გა­ფო­რი­ა­ქებს, მა­შინ არ ვიცი. ვხე­დავ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რობს და ცდი­ლობს თქვას, რო­გორ მო­ბეზ­რდათ და რო­გო­რი გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ეს კარ­გია, მაგ­რამ ეს არის იგი­ვე, იგი­ვე, იგი­ვე რე­ა­ლო­ბა, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობთ. ჯორჯს ოჯა­ხი ჰყავს, ჯორ­ჯი არ იმ­სა­ხუ­რებ­და სიკ­ვდილს, ის ევედ­რე­ბო­და დახ­მა­რე­ბას, თუმ­ცა მისი ვედ­რე­ბა უგუ­ლე­ბელ­ყვეს”.

გაზიარება381

დაკავშირებული -პოსტები

გარდაიცვალა “ქუთაისელი კოლორიტი” დავით ჟორჟოლიანი

ნოემბერი 21, 2025
287
მთავარი

ქუთაისში დავით ჟორჟოლიანს "ქუთისის კოლორიტს" ემშვიდობებიან" : იგი მოულოდნელად წავიდა ჩვენგან......წავიდა და აღარასოდეს დაბრუნდება..... წავიდა კიდევ ერთი კოლორიტი ბერი თეოდორეს ქუჩიდან...დათო ჟორჟოლიანი,...,,მღვდელოვიჩი", დიდთან დიდი და პატარასთან პატარა ,კაცთმოყვარე და ყველას...

დაწვრილებითDetails

ვისთვის იქნება ფინანსური ზრდის, დიდი წარმატებებისა და სასიამოვნო ცვლილებების თვე

ნოემბერი 21, 2025
31
მთავარი

2025 წლის დეკემბერი ლომებისთვის ნათელი ემოციების, შთაგონებისა და სასიამოვნო ცვლილებების თვე იქნება. წლის ბოლო არაერთ სიურპრიზსა და საინტერესო დღეს გიმზადებთ. ეს თქვენთვის გამორჩეული შეხვედრების, აღიარების, ახალი პროექტებისა და მოულოდნელი შესაძლებლობების დროა. როგორც...

დაწვრილებითDetails

გიორგი ჟამერაშვილსა და რეზო დუმბაძეს 5000-5000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდათ

ნოემბერი 21, 2025
13
მთავარი

მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილე გიორგი ჟამერაშვილი და რეზო დუმბაძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე დავით მაკარიძემ მათ ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000- 5000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. ცნობისთვის, 19 ნოემბერს თბილისში, მსჯავრდებულ...

დაწვრილებითDetails

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 21, 2025
3
მთავარი

გორში, მდინარე ლიახვზე ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობისას ლიახვის მიმართულების შეცვლის შედეგად გამოწვეულ გარემოსდაცვით ზიანთან დაკავშირებით, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნა, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი...

დაწვრილებითDetails

დავით გუნაშვილს სასამართლომ 5 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა

ნოემბერი 21, 2025
7
მთავარი

მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილე დავით გუნაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ნინო ენუქიძემ მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. შსს დაკავებულის მიმართ 60-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა....

დაწვრილებითDetails

სასამართლომ თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე პატიმრობაში დატოვა

ნოემბერი 21, 2025
13
მთავარი

ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებული თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ელენე გოგუაძემ მიიღო. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოთქვა შესავალი სიტყვა, ასევე დაიკითხა...

დაწვრილებითDetails

მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილე ნელი დიასამიძე სასამართლომ 3200-ლარით დააჯარიმა

ნოემბერი 21, 2025
8
მთავარი

მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილე ნელი დიასამიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 3200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ცნობისთვის, 19 ნოემბერს თბილისში, მსჯავრდებულ მათე დევიძის სოლიდარობის მარში...

დაწვრილებითDetails

24 ნოემბერს ქუთაისის  2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება

ნოემბერი 21, 2025
12
მთავარი

24 ნოემბერს, 12:00 საათზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით  2026 წლის ბიუჯეტის პროექტის  საჯარო განხილვა გაიმართება. საჯარო განხილვაზე წარმოდგენილი იქნება 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები, ასევე დაგეგმილი და  მიმდინარე მასშტაბური, ინფრასტრუქტურული  პროექტები....

დაწვრილებითDetails

ბიუჯეტში საურავებიდან და ჯარიმებიდან 365 824 285 ლარი შევიდა

ნოემბერი 21, 2025
19
ფული
ეკონომიკა

მიმდინარე წლის 10 თვეში სანქციებიდან ბიუჯეტში შესული თანხა თითქმის 36 მლნ ლარით გაიზარდა, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევიდან 29 მლნ ლარით. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2025...

დაწვრილებითDetails

მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილე ხალიბეგ მაგამედოვს სასამართლომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

ნოემბერი 21, 2025
6
მთავარი

მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილე ხალიბეგ მაგამედოვი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე დავით მაკარაძემ მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ცნობისთვის, 19 ნოემბერს თბილისში, მსჯავრდებულ მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართა. დემონსტრანტები...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».