ლიდერების შემდეგ, ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების შესახებ რიტორიკას უკვე პარტიის რიგითი წევრები აგრძელებენ და ამბობენ, რომ ქვეყანას არც პოლიტიკური პატიმრები ჰყავს და არც ვადამდელი არჩევნები იქნება:
„მათ იციან, რომ მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებზე და პატიმრებზე უსაფუძვლოა. დღესაც შემიძლია მათ ვუთხრა – ბატონი მელია არის თავისუფალი, გადაიხადოს ჯარიმა 11 ათასი ევრო, რომელიც დაწესებული აქვს კონსტიტუციას და დღესვე გამოვაცილებ, თუ გასასვლელს ვერ აგნებს.” ამბობს ირაკლი ზარქუა