პარლამენტის წევრ გივი მიქანაძის ინფიცირების შემდეგ, „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა ინფიცირებულს კონტაქტი კოლეგებთან და გადავლენ თუ არა დეპუტატები თვითიზოლაციაში. ამის გასარკვევად პარლამენტის პრესცენტრს დავუკავშირდით.
„სიმპტომების გამოვლენისთანავე, ის პარლამენტში არ მოსულა. როგორც კი კორონავირუსზე იეჭვა, გადავიდა თვითიზოლაციაში და ტესტი გაიკეთა. ახლო კომუნიკაცია არავისთან ჰქონია. შენობაში ყოველგვარ წესს ვიცავთ“, – აცხადებენ პრესცენტრში.
ცნობისთვის, „ოცნების“ დეპუტატის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ცნობილი დღეს გახდა.










