საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კითხვარის პასუხებს არ გაასაჯაროებენ. მისი თქმით, ეს მიზანშეწონილი და სასურველი არაა.
“რაც შეეხება საჯაროობას, ჩვენ ამის ვალდებულება არ გვქონდა, თუმცა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თავად კითხვარის ნაწილი გავასაჯაროვეთ. რაც შეეხება პასუხებს, აქ არის საკითხები, რომელის გასაჯაროვება სასურველი და მიზანშეწონილი არ არის, შესაბამისად საჯაროების ნაწილში მხოლოდ კითხვრით შემოვიფარგლებით”, – თქვა ილია დარჩიაშვილმა.
ცნობისთვის, მთავრობა კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც ეკონომიკური და პოლიტიკურია, ევროკომისიას ორშაბათს გადასცემს. მეორე ნაწილზე კი მუშაობა გრძელდება.