LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით – მეუფე იაკობი

გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით – მეუფე იაკობი

დაპოსტა 2024/01/27-ში
A A
23
ნახვა
გაზიარება

გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით – ჩვენთან თუ რაიმე ცუდია გამოვასწორებთ, თქვენ თქვენ თავებს მიხედეთ, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობმა „ჭკვიან ხალხს მიმართა ეკლესიასთან გონივრულად იყვნენ“.

„ეკლესიასთან ბრძოლას თავი დაანებეთ, ვერ მოერევით. მოკლე ისტორიული მეხსიერება არ გვაქვს. ვინც იძახის ეკლესიაზე „რუსული“, „რუსული“, „რუსული“ გადახედოს “ეროვნულ მოძრაობას”. ნახონ, “ეროვნული მოძრაობის” მართლაც პატრიოტი წევრები რას ამბობდნენ მათზე, ვინ იყვნენ და რა იყვნენ.

გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით – მუქარის გარეშე. არაფერზე დგახართ, არც სარწმუნოებმა, არც მრწამსი არ გაქვთ რამით, რომ შეგვიტიოთ. ჩვენთან თუ რაიმე ცუდია, გამოვასწორებთ, თქვენ თქვენ თავებს მიხედეთ. არჩევნების წელია და შევეცადოთ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს, ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ. შეხედეთ, რა ხდება, თითქოს ადამიანისთვის, მხოლოდ ორი რაიმე იყოს მხოლოდ საჭირო – სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ეს. შეხედეთ, საქართველოში როგორ არის, ვიღაცა რაღაცას რომ დააშავებს, ეკლესიას აგინებს, ან რაღაცას, მაშინ ახსენდებათ ეს.

სხვა რაიმე გაიხსენე, ერთად უნდა ვიცხოვროთ. ხომ არის სიყვარული, ერთმანეთი თუ გვეყვარება ასე არ დავჭამთ ერთმანეთს. სიმშვიდე შევინარჩუნოთ…ჭკვიან ხალხს მივმართავ, ეკლესიასთან გონივრულად იყავით. არ გვინდა, წყნარად ვართ, გამოწვევა თუ იქნება, მივიღებთ, შემდეგ ვნახოთ ვინ უშველის იმათ, ჩვენთან ღმერთია, იმათთან ვინ იქნება?! – ვნახოთ, ვისი აჯობებს“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, საქართველოში არავის სჭირდება ჟანა-დარკობა.

„ყოველთვის გამიხარდება, რომ საქართველოში მივბაძოთ დედაღვთისმშობელს, მივბაძოთ წმინდა ნინოს, თამარ მეფეს, წინდა დედოფალ ქეთევან წამებულს. ძალიან გთხოვთ ქალებს, ისე მოიქცეთ, როგორც ქალბატონებს შეგშვენით. არ გვინდა თავის გამოჩენა სკანდალებით, რაღაც-რაღაცებით. თქვენ ღვთის ხატება ხართ, თქვენში ხომ ახალი ევა ცოცხლობს. სხვას არ მივბაძოთ, ცუდი მაგალითი არ ავიღოთ. საქართველოში არავის სჭირდება ჟანა-დარკობა, თუ სადმეა თავი შესაკლავი, ჩვენ, კაცები შევაკლავთ. ქალები რითაც ხართ ლამაზი, გონიერებით, შვილების კარგად აღზრდით, ოჯახის შენახვით, ტრადიციებით, ასეთები იყავით. ვინც ადამიანივით არ იქცევა, ვთხოვ შეხედოს, რა უფრო მოსაწონია, სკანდალი იქნება მოსაწონი, თუ წესიერი ქმედება“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ქადაგების დასრულებისას მეუფე იაკობს ჰკითხეს ვინ იგულისხმა ჟანა დ’არკში, არის თუ არა ეს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რაზეც აღნიშნა: „ არა, არა…მიხვდებოდით ამას, იცით კონკრეტული პიროვნება“.

ამასთან, კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება, მეუფე იაკობმა აღნიშნა: „თუ ბრძოლა გაგრძელდა, არ გვინდა ეს გამოწვევა…თუ მივიღე გამოწვევა მარტო მე, ერთიც კი ვეყოფი მაგათ“.

გაზიარება9

დაკავშირებული -პოსტები

“გახსენით დაწყევლილი სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ”-ტრამპი

by მეგა TV
აპრილი 5, 2026
0
დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ
მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს მოუწოდებს, ჰორმუზის სრუტე გახსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ელექტროსადგურებსა და ხიდებზე დარტყმებით ემუქრება. „სამშაბათს ირანში ელექტროსადგურისა და ხიდის დღე იქნება, ყველაფრის ერთად. მსგავსი არაფერი ყოფილა!!! გახსენით დაწყევლილი სრუტე,...

დაწვრილებითDetails

“მშვიდად იყავით, ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია” – მეუფე იაკობი

by მეგა TV
აპრილი 5, 2026
0
გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით – მეუფე იაკობი
მთავარი

საქართველოს პატრიარქის სიკვდილი დაჭირდა, რომ გავერთიანებულიყავით. დღეს ნუ გავაკეთებთ იმას, რომ დავიშალოთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, უწმინდესს ძალიან უნდოდა ქართველთა ერთობა და...

დაწვრილებითDetails

” მართალია დღეს ადამიანები არ ყვირიან „ჯვარს აცვი!” მაგრამ ხშირია, როდესაც ივიწყებენ უფალს” – მეუფე შიო

by მეგა TV
აპრილი 5, 2026
0
საპატრიარქოს უწყებანი მეუფე შიოს მიმართვას ავრცელებს
მთავარი

საოცარი გამონათება ვიხილეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების შემდგომ დღეებში, როდესაც მთელი ჩვენი ხალხი, მთელი ჩვენი ერი გაერთიანდა მისადმი მადლიერების, მისადმი სიყვარულის გრძნობაში... ამ გამონათებამ, ამ ჩვენმა დიდმა ერთობამ და...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის „ტიკტოკერ“ თეკლა გერსამიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 5, 2026
0
ქმრის მკვლელობაში ბრალდებული,ტიკტოკერის სასამართლო პროცესიდან დეტალები ვრცელდება
მთავარი

პროკურატურა მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის „ტიკტოკერ“ თეკლა გერსამიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას ავრცელებს. თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ. „ნაფიცმა...

დაწვრილებითDetails

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
აპრილი 5, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ნიუ ჯერსის წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია“ ავრცელებს. "ნათელი შენს ლამაზ სულს თეოო როგორ გული დამწყვიტე ,უფალს ებარებოდე ლამაზო და ძლიერო გოგო ,მიყვარხარ "-წერს...

დაწვრილებითDetails

73 წლის კაცს თავის არეში დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა-მკვლელობა ზუგდიდში

by მეგა TV
აპრილი 5, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ზუგდიდში 73 წლის ზ. ნოზაძის მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 4 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის დაუსახლებელ ტერიტორიაზე მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული პირი თანასოფლელთან ერთად მდინარე ენგურზე სათევზაოდ...

დაწვრილებითDetails

გერმანიამ 17-45 წლამდე მამაკაცებს სპეციალური ნებართვის მიღების გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 4, 2026
0
23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
მთავარი

გერმანიის ხელისუფლებამ 17-45 წლამდე მამაკაცებს სპეციალური ნებართვის მიღების გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, თუ მამაკაცი საზღვარგარეთ წასვლას და იქ სამ თვეზე მეტხანს დარჩენას აპირებს, მან გერმანიის...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ბზობის დღესასწაულზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ბოლო ერთ კვირაში საწვავი 30-თეთრამდე გაძვირდა – როგორია კვირის დინამიკა

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
საქართველოს ბენზინი 5%-ით გაუძვირდა -„პლატსის“ მიხედვით
მთავარი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად, გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ბაზრებზე Brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი ბარელზე 109 დოლარით (+7.78%) განისაზღვრა, ამერიკული WTI...

დაწვრილებითDetails

10 პროდუქტი, რომელიც მარტში ყველაზე მეტად გაიაფდა

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
10 პროდუქტი, რომელიც მარტში ყველაზე მეტად გაიაფდა
მთავარი

2026 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.8% შეადგინა, წლიური ინფლაციის დონე კი 4.3%-ით განისაზღვრა - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან. „საქსტატის“ ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში საბაზო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"