LIVE TV
სამშაბათი, სექტემბერი 30, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ბუნება და კომფორტი ერთად – „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ თანამედროვე საპიკნიკე ზონები მოეწყო

დაპოსტა 2025/09/30-ში
9
ნახვა
გაზიარება

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ორი ახალი, სრულად აღჭურვილი საპიკნიკე და მოსასვენებელი ზონა მოეწყო. სივრცე ბუნებასთან სიახლოვესა და თანამედროვე კომფორტს აერთიანებს, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს, ერთდროულად დატკბნენ გარემოს სილამაზით და გათავისუფლდნენ ყოველდღიური სტრესისგან. საპიკნიკე სივრცე გადახურულია და საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი.

გია კირკაძე, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ რეინჯერების ხელმძღვანელი: „საირმე გამორჩეულად პოპულარული მიმართულებაა როგორც ოჯახებისთვის, ისე მეგობრებისთვის. მას ხშირად სტუმრობენ სუფთა ჰაერისა და გრილი კლიმატის გამო, თუმცა წლების განმავლობაში სტუმრებს დასასვენებელი ადგილების მოწყობა თავად უწევდათ, რაც ხშირად უხერხულობას ქმნიდა და ზოგჯერ ბუნებასაც ზიანს აყენებდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ისეთი საპიკნიკე სივრცე და ინფრასტრუქტურა მოგვეწყო, რომელიც ბუნებას ჰარმონიულად ერწყმის, სტუმრებს მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს და ამავდროულად გარემოს დაზიანებისგან იცავს.

გვინდა, საირმე დარჩეს ადგილად, სადაც ბუნებასთან სიახლოვე და თანამედროვე კომფორტი ერთი მთლიანობაა“.

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ახალი საპიკნიკე ზონები ქმნის სრულფასოვან ეკოტურისტულ გამოცდილებას და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საოჯახო ტურიზმის გაძლიერებასა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მეტ ვიზიტორს იზიდავს, მომსახურების ხარისხს აუმჯობესებს და ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის. შედეგად რეგიონი თანდათან უფრო კონკურენტუნარიანი ხდება როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

საირმეში დაგეგმილი მასშტაბური პროექტის ფარგლებში, 13 000 ჰექტარ ტერიტორიაზე „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ მოეწყობა. პირველად ისტორიაში  ტერიტორიაზე წითელ ნუსხაში შეყვანილი ცხოველები, კავკასიური კეთილშობილი ირემი და არჩვი გამრავლდება. ინვესტორი ვანისა და ბაღდათის მდინარეებში მთის კალმახის მოშენებაზეც იზრუნებს.

პროექტის განსახორციელებლად 5 წლის განმავლობაში არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება.

 

 

 

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

“დღეს არსებობს შიში, რომ უკანასკნელი ოპოზიციური არხების გაჩუმება მოხდება” – სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე

სექტემბერი 30, 2025
0
მთავარი

დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა საერთო მტრის წინააღმდეგ საერთო ბრძოლას წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „დეზინფორმაციის კამპანიებისა და ტექნოლოგიური საშუალებების წინააღმდეგ ინფორმაცია მუშაობს. ასევე, მუშაობს...

დაწვრილებითDetails

1 ოქტომბრიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს

სექტემბერი 30, 2025
5
მთავარი

1-ელი ოქტომბრიდან, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს – აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით მიხეილ სარჯველაძე კლინიკებისა და აფთიაქების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ახალი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალი გაიმართება

სექტემბერი 30, 2025
31
მთავარი

იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის სტატუსის ეგიდით, ქუთაისში გაიმართება პირველი საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალი მიმდინარე წლის 28, 29, 30 ნოემბერს. ლოკაცია: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ისტორიული მუზეუმი,...

დაწვრილებითDetails

ახალი რეგულაცია ხვალიდან ამოქმედდება – ინფორმაციას შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს

სექტემბერი 30, 2025
1k
მთავარი

გაგაცნობთ, სიახლეს, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება. ინფორმაციას შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების...

დაწვრილებითDetails

“ობლად დარჩენილი ოთხი პატარა” – ცნობილია ავარიაში დაღუპული ცოლ-ქმრის ვინაობა

სექტემბერი 30, 2025
360
მთავარი

მესტიისა და ჭუბერის გზაგასაყარზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულია ცოლ-ქმარი. წყვილი ავტომობილით მდინარე ნენსკრაში გადავარდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედრები უკვე ამოასვენეს. “მეგა ნიუსის”  ინფორმაციით დაღუპულები არიან მზეო უმფრიანი და ლევან...

დაწვრილებითDetails

გელა ხასაია დააკავეს

სექტემბერი 30, 2025
83
მთავარი

კოალიცია “ცვლილრბისთვის” წევრი, გელა ხასაია დააკავეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანა ყურაშვილი წერს. მისი თქმით, აქტივისტი დიღმის მესამე სამმართველოში გადაიყვანეს. გელა ხასაია დააკავეს 2-3 საათის წინ, ამ დროისთვის მეტი არაფერი...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

სექტემბერი 30, 2025
64
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის, იმერეთის პოლიციის, კახეთის პოლიციისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო...

დაწვრილებითDetails

თეთრი სახლი ღაზაში კონფლიქტის დასასრულებლად დონალდ ტრამპის „ყოვლისმომცველ გეგმას“ აქვეყნებს

სექტემბერი 30, 2025
14
მთავარი

თეთრი სახლი ღაზაში კონფლიქტის დასასრულებლად დონალდ ტრამპის "ყოვლისმომცველ გეგმას" აქვეყნებს. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმა 20 პუნქტისგან შედგება. გეგმის თანახმად, „თუ ორივე მხარე დათანხმდება წინადადებას, ომი დაუყოვნებლივ დასრულდება. ისრაელის ძალები შეთანხმებულ...

დაწვრილებითDetails

31 წლის ალპინისტი სახიფათო მწვერვალზე სელფის გადაღების მცდელობისას გარდაიცვალა

სექტემბერი 30, 2025
206
მთავარი

ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში აალპინისტი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ნამას მწვერვალზე სელფის გადასაღებად დამცავი თოკი მოიხსნა. ის ფერდობიდან დაგორდა და 200 მეტრის სიმაღლიდან დაეცა. ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში, 31 წლის ალპინისტი ტრაგიკულად...

დაწვრილებითDetails

30 სექტემბრის განახლებული ვალუტის კურსი

სექტემბერი 30, 2025
353
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7088 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7077 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».