12 საათიანი მონაცემებიტ ქუთაისში მოსულია 28 927 ამომრჩეველი, რაც არის ჩვენი ამომრჩევლის 19%ია. 2020 არჩევნების მიხედვით ამ დროს მოსული იყო 25 391 ამომრჩეველი , შესაბამისად აქტივობა საკმაოდ მაღალი გვაქვს.
რაც შეეხება საჩივრებს ამ დროისთვის ქუთაისში შემოსულია 13 საჩივარი, ცამეტივე ეხება პროცედურებს და რაიმე ტიპის გავლენას ვერ იქონიებს შედეგებზე. წარმოდგენა რომ შეგვექმნას რა ტიპის საჩივრებია შემოსული ორი საჩივრის შინაარსი განვიხილოთ : ერთი მაგალითად სადამკვირვებლო ორგანიზაცია უჩივის კომისიის წევრს იმიტომ,რომ კომისიის წევრმა გააკოცნა ამომრჩეველი რომელიც იყო მისი ნათესავი . მეორე საჩივრის შინაარსი იყო ასეთი: მარკირების სითხეს ვუმოწმებთ როგორც არის ხელის ცერა თითზე , ხოლო სადამკვირვებლო მისიის წევრი ითხოვს მარკირება გადავამოწმოთ ათივე თითზე … ეს საჩივრები გავლენას ვერ მოახდენს შედეგებზე.
რაც შეეხება 49-ე უბანზე დამკვირვებლის გაძევების მიზეზი იყო ის,რომ დამკვირვებელი კაბინასთან ახლოს იდგა და კაბინაში ყველა შესულ ამომრჩეველთან ქონდა კომუნიკაცია, ამაზე მიიღო შენიშვნა და ამის შემდეგ დატოვა. თუმცა აქაც მოკვლევის პროცესში ვართ, გვინდა მეორე მხარეს ვესაუბროთ. – განაცხადა ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლარინა ლალიაშვილმა .
დაფიქსირდა ძაღლის ცოფით სიკვდილის შემთხვევა
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაკოვში მიკედლებული ძაღლის სიკვდილის შემთხვევა აღინიშნა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ვეტერინარებმა ეპიდემიოლოგიური მოკვლევა ჩაატარეს და პათოლოგიური მასალის ნიმუში აიღეს....