გასულ თვეს 67 წლის ბრიუს უილისს „აფაზიის“ დიაგნოზი დაუსვეს. მას შემდეგ მსახიობი პაპარაცების ობიექტივში პირველად მოხვდა. „კერკეტი კაკალის“ ვარსკვლავი იტალიურ რესტორანში მარტო სადილობდა. მოგვიანებით მას უმცროსი ქალიშვილი შემოუერთდა. აღსანიშნავია, რომ ბრიუსი მშვენივრად გამოიყურებოდა. მას ლურჯი მასიური და ცისფერი ჯინსის შარვალი ეცვა. ცნობისთვის, უილისს მეტყველებისა და მახსოვრობის დაქვეითება აღენიშნება. დაავადების გამო მან სამსახიობო კარიერა დაასრულა. მას უამრავმა ვარსკვლავმა გამოუცხადა მხარდაჭერა. მათ შორის გახლავთ კოლეგები და მეგობრები, ჯონ ტრავოლტა და სილვესტერ სტალონე. მათ „ინსტაგრამზე“ ბრიუსთან გადაღებული საარქივო ფოტოები გაავრცელეს და არც ემოციური სიტყვები დაიშურეს.
ვამზადებთ საპასუხო ზომებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად – ეს თავდასხმები უპასუხოდ არ დარჩება – აზერბაიჯანი
აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო მკაცრად გმობს ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სამხედრო აუცილებლობის არარსებობის მიუხედავად, განხორციელებულ თავდასხმებს, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებით,...








