ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების გამართლება და მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.
როგორც ის აღნიშნავს, სამწუხაროა, რომ ბრიუსელი არ ითვალისწინებს წარსულის გაკვეთილებს.
„ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების გამართლება და მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა.
სამწუხაროა, რომ ბრიუსელი არ ითვალისწინებს წარსულის გაკვეთილებს, როდესაც სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, რუსთავი 2-ის თუ სხვათა საქმეებზე, სტრასბურგის სასამართლო ყოველ ჯერზე ამხელდა ამგვარი ჩარევის უსამართლობას.
ევროკავშირის ბიუროკრატები და პოლიტიკოსები ევროპული ღირებულებების ერთგული რომ ყოფილიყვნენ, წესით, სტრასბურგის სასამართლოს ყოველი მსგავსი გადაწყვეტილების შემდეგ, ქართველ ხალხს მათგან ბოდიში უნდა მოესმინა. თუმცა, ნაცვლად ბოდიშისა, ქართულ სახელმწიფოზე უსამართლო თავდასხმებსა და იმავე მანკიერ წრეზე სიარულს ვხედავთ“, – წერს პაპუაშვილი.