პოპ-პრინცესა, ბრიტნი სპირსი ფიტნეს-ინსტრუქტორზე, სემ ასგარიზე რამდენიმე დღეში დაქორწინდება. 40 წლის ვარსკვლავმა ამის შესახებ „ინსტაგრამ სთორიში“ განაცხადა. ის და თავისი საქმრო სავახშმოდ იყვნენ.
გამოცემა TMZ-ის ცნობით, ცერემონიალი მოკრძალებული იქნება, დაახლოებით 100 ადამიანი შეიკრიბება. ასევე ცნობილი ხდება, რომ ქორწილს არ დაესწრება ბრიტნი მამა, ჯეიმი სპირსი, ბრიტნის დედა და და. ასე რომ უცნობია, თუ ვინ მიაცილებს მას საკურთხეველთან.