ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში უკრაინის ცაზე რუსული თვითმფრინავების აქტივობა შესამჩნევად შემცირდა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში წერია.
ბრიტანეთი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ პუტინმა უკრაინაში საომრად წვევამდელები გაგზავნა, იმის მიუხედავად, რომ ამას უარყოფს.
შეტევის წარუმატებლობის გამო, პუტინი იძულებული იქნება დამატებითი ძალების შეიყვანოს „ზარალის ასანაზღაურებლად“, – აცხადებენ დაზვერვაში
ასევე ბრიტანული დაზვერვის თანახმად, კიევის ჩრდილო-დასავლეთით დამპყრობელთა დიდმა კოლონამ ერთი კვირის განმავლობაში მცირე პროგრესი განიცადა თუმცა ზარალს იღებს უკრაინული ჯარისგან.










