ინგლისის აღმოსავლეთით მდებარე საგრაფოს, ლინკოლნშირის ბინადარი ორი ვირი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. დიდი დერიკი, რომლის სიმაღლე 167 სანტიმეტრია, ცოცხალ ვირებს შორის ყველაზე მაღალია, მისი მეგობარი ბამბუ კი, ცნობილი თავისი საოცარი, 35 სანტიმეტრის სიგრძის ყურების წყალობით გახდა.
ვირები ერთმანეთის გვერდით, ნაკრძალში Radcliffe Donkey Sanctuary ცხოვრობენ. დერიკს, რომლის სიმაღლეც საშუალო მაჩვენებლებს 20 სანტიმეტრით აღემატება, მოხალისეებმა ნაზი გიგანტი შეარქვეს. ვირს უყვარს ადამიანების გარემოცვა და ყველგან დაჰყვება მათ, როგორც უზარმაზარი ძაღლი. სიმაღლის გარდა, დერიკი თავისი თანამოძმეებისგან ჯანჯაფილის ორცხობილების განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა. სულ რაღაც ერთ კვირაში ის 200 კგ-მდე თივას და ტკბილეულს ჭამს.
„არავის სჯერა, რომ დერიკი ვირია. ყველას ჯორი ჰგონია – ის უბრალოდ გიგანტურია!“, – ამბობს თავშესაფრის დამაარსებელი ტრეისი გარტონი.