LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს

“ბრიტანეთის საელჩოს საქციელი ჰგავს ბავშვის საქციელს”- შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2025/06/18-ში
A A
5
ნახვა
გაზიარება

დღეს მე ვნახე ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში, რომ ისინი არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ აფინანსებენ პროპაგანდას და ექსტრემიზმს, მათი ეს საქციელი უკვე ჰგავს იმ ბავშვის საქციელს, რომელიც რაღაც მოპარულ ნივთს მუჭში დამალავს და რომ ეუბნებიან, რა გაქვს მუჭში, ამბობს, არაფერიო , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას ეხმაურება.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიტანეთის საელჩოს ქმედებები სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების დარღვევაა.

„სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებისა დარღვევაა, როცა საელჩო მალავს იმას, თუ ვის აფინანსებს. დღეს მე ვნახე ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში, რომ ისინი არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ აფინანსებენ პროპაგანდას და ექსტრემიზმს, ბრიტანეთის საელჩოს ეს საქციელი უკვე ჰგავს იმ ბავშვის საქციელს, რომელიც რაღაც მოპარულ ნივთს მუჭში დამალავს და რომ ეუბნებიან, რა გაქვს მუჭში, ამბობს, არაფერიო. ასე პასუხობს ბრიტანეთის საელჩო და მე მგონი, ზრდასრული ადამიანები ასეთ ბავშვურ პასუხებს არ დავჯერდებით და მოვითხოვთ მუჭის გახსნას. ჩემი კითხვა ბრიტანეთის საელჩოს მიმართ ის კი არ იყო, ეთანხმება თუ არა ბრალდებას, რომ პროპაგანდას და ექსტრემიზმს აფინანსებს, არამედ ეს იყო ბრალდება, რომელსაც სჭირდება პასუხი და არგუმენტები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიტანეთის საელჩოს განცხადებები „ფეხში გასროლას“ ჰგავს, რადგან აღნიშნული განცხადებებით საკუთარ თავს იზიანებენ.

„ცოტა უცნაურია ბრიტანეთის საელჩოს ბოლო განცხადებების სერია, რომელსაც ვისმენთ. განცხადებების ტონალობიდან გამომდინარე ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ფიქრობენ, რაღაცას გაისვრიან და სინამდვილეში ფეხში ისვრიან ხოლმე ამ განცხადებებით და იზიანებენ ისევ საკუთარ თავს. როგორც წინა ჯერზე იყო საკუთარი თავის დაზიანება და ფეხში ნასროლი იმ მხრივ, რომ თითქოს ჰქონდათ საკრიტიკო, თანხმობის პროცედურა არ იყო დასრულებული და ამით გაამჟღავნეს, რომ პროპაგანდას და ექსტრემიზმის დაფინანსებას აპირებდნენ და დაიზიანეს ისევ საკუთარი თავი.

ამ განცხადებას ორი ნაწილი აქვს და რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, დამკვირვებლებს, მართლაც რომ ფარისევლობაა, როდესაც ბრიტანეთი,რომელიც არ აღიარებს ეუთო/ოდირის დასკვნას 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, ახლა მოითხოვს, თუ ითხოვს, თუ წინადადებით გამოდის ეუთო/ოდირის მისიასთან დაკავშირებით. 2024 წელს ბევრი და მათ შორის ბრიტანეთი საუბრობდა, რომ ეს იქნებოდა გადამწყვეტი და ყველაზე მნიშვნელოვანი ანგარიში არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც კი ჩახედეს და ანგარიშის შედეგი და შინაარსი არ მოეწონათ, მაშინ გვერდზე გაწიეს ეს ანგარიში. ჩვენ გვახსოვს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სატელეფონო ზარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, როდესაც მან დაწერა, რომ „ქართლი ოცნების“ მინისტრს ესაუბრა. რა თქმა უნდა, ეს სამარცხვინო განცხადება იყო და აბსოლუტურად აცდენილი იყო ეუთო/ოდირის დასკვნას. როდესაც არ აღიარებ ეუთო/ოდირის დასკვნა და ფარატინა ქაღალდად მიგაჩნია, შემდეგ სერიოზულად იმაზე საუბარი, რომ თითქოს ეუთო/ოდირი არის მნიშვნელოვანი, ეს, რა თქმა უნდა, ფარისევლობაა და არასერიოზულია. ძალიან ვწუხვარ, რომ ბრიტანეთის საელჩო ასეთ მარტივ შეცდომებს უშვებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარედ ლაშა მოძღვრიშვილი დაინიშნა

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარედ ლაშა მოძღვრიშვილი დაინიშნა
მთავარი

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარედ ლაშა მოძღვრიშვილი დაინიშნა. ბიუროს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ წარუდგინეს. ლაშა მოძღვრიშვილს აღსრულების ეროვნულ ბიუროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება...

დაწვრილებითDetails

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სტიკერის გაკვრის ფაქტზე მზია ამაღლობელს 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
მზია ამაღლობელი 2 000 ლარით დააჯარიმეს
მთავარი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, სახდელის ზომად კი, ჯარიმა, 1 000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა. სასამართლო პროცესზე შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე მარიანა ფომაევამ გამოაცხადა. მოსამართლის მიერ...

დაწვრილებითDetails

“რასა იუკნევიჩიანეს ვერაფერს ვეღარ გავაგებინებთ”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

ჩვენ ვხედავთ, რომ რასა იუკნევიჩიანეს ვერაფერს ვეღარ გავაგებინებთ. ადამიანს აქვს ორგანული მიუღებლობა ქართველი ხალხის მიმართ, მას აქვს თავისი პირადი დამოკიდებულება და ისტორია სტალინთან დაკავშირებით და გადაგვაყოლა მის ზიზღს სტალინთან, გადაგვაყოლა მთელი...

დაწვრილებითDetails

მუსიკოსი დადა დადიანი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
მუსიკოსი დადა დადიანი გარდაიცვალა
მთავარი

მუსიკოსი დადა დადიანი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. დადა დადიანმა შემოქმედებითი კარიერა 1980-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. მუსიკოსი სხვადასხვა დროს ჯგუფი "ტაქსის", Children's Medicine-ის და Georgian Dance Empire-ის ფრონტმენი იყო.

დაწვრილებითDetails

ფეხბურთელი გიორგი გველესიანი მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
ფეხბურთელი გიორგი გველესიანი მიმართვას ავრცელებს
მთავარი

ქართველი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი ისრაელ-ირანის კონფლიქტს ეხმიანება და ირანელ გულშემატკივარს მიმართავს: „ძვირფასო მეგობრებო, ამ რთულ და მტკივნეულ დღეებში, გულწრფელად მინდა, რომ თქვენს გვერდით ვიყო. ირანში რვა მნიშვნელოვანი წელი გავატარე და...

დაწვრილებითDetails

ლარი გამყარდა – ვალუტის კურსი

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7276 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7283 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007...

დაწვრილებითDetails

ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატზე დამარცხდა

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ილია სულამანიძე იჭიდავებს
მთავარი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ილია სულამანიძე (100 კგ) მერვედფინალში დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა. 24 წლის ქართველმა მერვედფინალური დაპირისპირება ესპანეთის სახელით გამომსვლელ, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ (90 კგ-ში)...

დაწვრილებითDetails

ივნისის ბოლოს ოთხი ზოდიაქოს ნიშანის ცხოვრება შეიცვლება

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
როდის არის სავსემთვარეობა ოქტომბერში და როგორ იმოქმედებს ის ჩვენს ცხოვრებაზე
მთავარი

ასტროლოგებმა დაასახელეს ოთხი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც 2025 წლის ივნისში ღრმა სულიერ განსაცდელებს გაივლიან. ვერძი ვერძები ასტროლოგიური მოვლენების ცენტრში არიან, რადგან სატურნი და ნეპტუნი მაისის ბოლოს მათ ნიშანში შევიდნენ, რაც საფუძველს...

დაწვრილებითDetails

სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც კუდით იღბალს დაიჭერს ივლისში

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

2025 წლის ივლისში სამი ზოდიაქოს ნიშანი გამოირჩევა იღბლიანი და წარმატებული პერიოდით, რაც მათ კარიერაში მნიშვნელოვან წინსვლას ჰპირდება. 🏆 1. კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი) კირჩხიბებს ივლისში განსაკუთრებული იღბალი ელოდებათ. მზის და...

დაწვრილებითDetails

წინასწარმეტყველება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
ნოემბრის თვის ყველაზე იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

პირველ ჯგუფში  ვანგამ შეიყვანა ზოდიაქოს წრის ყველაზე ძლიერი წარმომადგენლები, რომლებსაც შეუძლიათ გადალახონ ნებისმიერი დაბრკოლება თავიანთ გზაზე და მიაღწიონ ყველაფერს, რაც სურთ. გარდა ამისა, ნათელმხილველმა თითოეულ მათგანში დაინახა ნათესაური სული, რაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"