19 ივლისი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე გახდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება, დიდ ბრიტანეთში ტემპერატურამ 40.2 გრადუსს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
სინოპტიკოსების განცხადებით, ტემპერატურამ შესაძლოა 42 გრადუსს მიაღწიოს. სიცხე განსაკუთრებით მძაფრია ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში.
„დღეს, ასეთი ისტორიული ტემპერატურის პირობებში, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა განიხილონ ყოველდღიური განრიგის შეცვლა. სიცხის ასეთ დონეს ჯანმრთელობისთვის არასასურველი შედეგები შეიძლება ჰქონდეს“, – განაცხადა ბრიტანეთის მთავარმა მეტეოროლოგმა, ნილ არმსტრონგმა.