LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს

” ბრიტანეთის ელჩი ითხოვს, არ შემოვიტანოთ რუსული გაზი თუ ბენზინი, მისი პასუხია: „ჩვენთანაც გაძვირდა და თქვენც ძვირი გადაიხადეთ“-შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2026/02/25-ში
A A
25
ნახვა
გაზიარება

გუშინ, მგონი სიმართლის ელექსირი ჰქონდა მიღებული რამდენიმე ელჩს, იმდენი სიმართლე ისაუბრეს, რაც 4 წელია, არასდროს უთქვამთ. ფაქტობრივად, ამხილეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ბრიტანეთის ელჩის განაცხადები და საქართველოში საფრანგეთის ელჩის, ოლივიე კურტოს, გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩის გარეტ უორდის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, აშკარა გახდა, რომ ეს 4 წელი მიზეზი, რატომაც ევროკავშირის და დასავლეთი გვერჩოდა იყო ის, რომ ჩვენ არ დავყევით მათ მთავარ მოთხოვნას და არ წავედით რუსეთთან ესკალაციაზე.

„გუშინ, მგონი სიმართლის ელექსირი ელექსირი ჰქონდა მიღებული რამდენიმე ელჩს, იმდენი სიმართლე ისაუბრეს, რაც 4 წელია, არასდროს უთქვამთ. ფაქტობრივად, ამხილეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. აშკარა გახდა, რომ ეს 4 წელი მიზეზი, რატომაც ევროკავშირის და დასავლეთი გვერჩოდა, იყო ის, რომ ჩვენ არ დავყევით მათ მთავარ მოთხოვნას და არ წავედით რუსეთთან ესკალაციაზე. რა თქმა უნდა, ეს საუბარი, თითქოს არავინ ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას, აბა რა არის, თუ არა მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა, როდესაც საქართველოს ეუბნები, რომ უნდა დაუწესოს სანქციები რუსეთს, ტურისტები არ შემოუშვას, ვაჭრობა არ ჰქონდეს რუსეთთან, ღვინო არ გაიტანოს ქართველმა გლეხმა, ფრენები უნდა ჩავკეტოთ, არ ვიცი, თვითმფრინავები ციდან უნდა მოვხსნათ, თუ რა უნდა ვქნათ, როგორც ევროკავშირის ელჩმა გვითხრა. თურმე, ბენზინი არ უნდა შემოიტანოს ბიზნესმა რუსეთიდან, უნდა იყიდოს ძვირი ბრიტანული ბენზინი, ან სხვა ქვეყნების, როგორც გვითხრა ბრიტანეთის ელჩმა გვითხრა. ეს ყველაფერი ნიშნავს, საქართველოს ჩათრევას რუსეთთან ესკალაციაში, ეს ნიშნავს ომს, ისეთ ომს, სადაც არც ბრიტანელი და გერმანელი, ფრანგი, არავინ ერთი ჯარისკაცი არ ჩამოვა აქ, ჩვენთან გვერდზე საომრად. მარტო შეგვატოვებენ, როგორც გვიწევდა ყოველთვის. შემოგვხედავენ გარედან.

რაც შეეხება ბრიტანეთის ელჩის განცხადებას, ბრიტანეთის ელჩი, ბოლო პერიოდია, კაბინეტიდან კაბინეტში დადის პირადად, მათ შორის პარლამენტის წევრებთან და პირდაპირ ითხოვს, საქართველოში არ შემოვიდეს რუსული გაზი თუ ბენზინი. როდესაც ეუბნებიან, რომ უბედურებაა ბიზნესს აუკრძალო რუსეთიდან ბენზინის შემოტანა, თუ ენერგომატარებლის, [ის ამბობს, რომ], ამიტომ სახელმწიფომ უნდა დაუწესოს სანქციები რუსეთს – ბრიტანეთის ელჩი ითხოვს სანქციების დაწესებას, ანუ ომს.

მეორე: როდესაც ეუბნებიან ბრიტანეთის ელჩს, თუ ჩვენ ბიზნეს ავუკრძალავთ, არ შემოიტანს რუსეთიდან იაფ ბენზინს, მოუწევს ძვირი ბენზინის ყიდვა, მოსახლეობისთვის გაძვირდება საწვავი და ცხოვრება, იცით, რა არის ბრიტანეთის ელჩის პასუხი?! არაუშავს, რა იყო, ჩვენთანაც გაძვირდა და თქვენთანაც ძვირი გადაიხადონ. აი, ასეთი ადამიანი ქართულ ენაზე გვესაუბრება და სიყვარულს გვეფიცება, ამ ფარისევლობას რომ ვხედავთ ბრიტანეთის ელჩისგან, ეს არის მთავარი. მცდელობაა, საქართველო რუსეთთან ესკალაციაში ჩაითრიონ, ცეცხლის რკალში, რომელიც უნდა მოუწყონ რუსეთს. თუ რაიმეს თავი აქვთ, აგერ იციან, სად არის ფრონტის ხაზი, თუ უნდა რუკას ჩავუგდებ, სად გადის ზუსტად ფრონტის ხაზი, ბრიტანეთის, გერმანიის [ელჩებს]… ჩასვან ახლა ჯარისკაცები, გაუშვან სანგრებში და იომონ თუ რაიმეს თავი აქვთ. თუ არაფრის თავი აქვთ, შეეშვან საქართველოს ჩათრევას ამ უბედურებაში“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ელჩი „დგას და ცხვირაბზუებული გვეუბნება, რუსი ტურისტი არ შემოუშვა, დამშეული იყავი, ღვინო არ გაყიდო“.

„ევროკავშირის ელჩის აბსოლუტურად სამარცხვინო განცხადებაა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო თუ პრემიერი, ევროკავშირმა, რუსეთს ბოლო 4 წლის განმავლობაში უფრო მეტი ფული გადაუხადა, ვიდრე უკრაინას, ახლა გამოდის ევროკავშირის ელჩი და ბედავს, რომ ქართველებს, რომელსაც ჩვენი გაგვჭირვებია, ჩვენი გამოწვევები გვაქვს, დგას და ცხვირაბზუებული გვეუბნება, რომ რუსი ტურისტი არ შემოუშვა, დამშეული იყავი, ღვინო არ გაყიდო, ვინ ეკითხება ევროკავშირის ელჩს, რომ აქ ამ ტონით გვესაუბრება! ბრიუსელი დღეს ღირებულებებისგან არის დაცლილი, ბიუროკრატების თავყრილობა, ერთადერთი, რაც შეუძლიათ, სხვების დაზიანებაა. ერთადერთი, რასაც [აკეთებენ] – ანგრევს სხვების და საკუთარი ხალხის ბედს, ამიტომაც არის ევროპელმა ხალხმა ხმა აიმაღლა ბრიუსელის და მათი მარიონეტების წინააღმდეგ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

არ მეშინია ტრამპის ადმინისტრაციის-რომის პაპი

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს
მთავარი

ტრამპის ადმინისტრაციის არ მეშინია, - ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ განაცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით მისი განცხადებების გამო გააკრიტიკა.   რომის პაპის...

დაწვრილებითDetails

“არ მინდა პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს” – დონალდ ტრამპი

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
ტრამპის საგარეო პოლიტიკური გზავნილები და პირველი ბრძანებულებები
მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვატიკანის მეთაური, პაპი ლევ XIV გააკრიტიკა და განაცხადა, რომ არ სურს ასეთი ადამიანი კათოლიკური ეკლესიის სათავეში. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გაავრცელა.   ტრამპის...

დაწვრილებითDetails

ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას – რაკლი კობახიძე

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით, ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.   "მადლობას ვუხდი...

დაწვრილებითDetails

“უნგრეთის არჩევნების შედეგები კარგი მაგალითია, როგორ გაება თავისსავე მახეში რეჟიმი” – ვახუშტი მენაბდე

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
“უნგრეთის არჩევნების შედეგები კარგი მაგალითია, როგორ გაება თავისსავე მახეში რეჟიმი” – ვახუშტი მენაბდე
მთავარი

გუშინ უნგრელმა ხალხმა ავტორიტარული რეჟიმი შეცვალა. ამ არჩევნების შედეგები კარგი მაგალითია იმისა, როგორ გაება თავისსავე დაგებულ მახეში რეჟიმი, - ამის შესახებ მის შესახებ მოძრაობა „სოციალ დემოკრატიისთვის“ წევრმა ვახუშტი მენაბდემ სოციალურ...

დაწვრილებითDetails

“უდიდესი პატივია, ჩამოვაყალიბოთ მთავრობა”-პიტერ მადიარი

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
“უდიდესი პატივია, ჩამოვაყალიბოთ მთავრობა”-პიტერ მადიარი
მთავარი

ტისას“ მთავრობა ყველა უნგრელის მთავრობა იქნება, - ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერი, პიტერ მადიარი სოციალურ ქსელში წერს.   „მადლობა ყველა უნგრელს როგორც სამშობლოში, ისე მთელი...

დაწვრილებითDetails

“გულითადად გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას, ძვირფასო პიტერ მადიარო”-ფრიდრიხ მერცი

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
“გულითადად გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას, ძვირფასო პიტერ მადიარო”-ფრიდრიხ მერცი
მთავარი

უნგრელმა ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო. გულითადად გილოცავთ არჩევნებში წარმატებას, ძვირფასო პიტერ მადიარო. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი სოციალურ ქსელში წერს.   „მოდით, გავაერთიანოთ ძალები ძლიერი,...

დაწვრილებითDetails

მკვლელობა მცხეთაში – შსს ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.   "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ...

დაწვრილებითDetails

13 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

13 აპრილს საქართველოს უმეტეს რეგიონში დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. უმეტეს ქალაქებში მოსალოდნელია წვიმა და და ზოგან ძლიერი ქარი.   ყველაზე მაღალი ტემპერატურა, +13 გრადუსი, რუსთავში დაფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა ,...

დაწვრილებითDetails

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

13 აპრილი ენერგიულად და ემოციურად დატვირთული დღეა. ინტუიცია ძლიერდება, თუმცა ემოციებმა შეიძლება ლოგიკა გადაფაროს, ამიტომ მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა.     ვერძი - დღეს განსაკუთრებით აქტიური და იმპულსური ხართ. ეცადეთ, გადაწყვეტილებები...

დაწვრილებითDetails

კლინიკის დაცვის თანამშრომელი სცემეს

by მეგა TV
აპრილი 12, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

მარნეულში კლინიკის დაცვის თანამშრომელი სცემეს - 63 წლის ალადინ ყარეზადე კომაში იმყოფება. შემთხვევა 11 აპრილს, საღამოს საათებში მოხდა. დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა - მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად თბილისში, რეანიმაციულ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"