იტალიელი სპორტსმენი, ჯანმარკო ტამბერი, ბელგრადში გამართულ მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ მკლავზე იტალიური, მეორეზე კი უკრაინული დროშით გამოცხადდა.
უკრაინული დროშის ქვემოთ ორი გვარი ეწერა – ბონდარენკო და პროტსენკო, ეს ის უკრაინელი სპორტსმენები არიან, რომელთაც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ბელგრადში ჩასვლა და მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა ვერ შეძლეს.
ტამბერმა ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი და უკრაინის სოლიდარობისთვის უამრავი ადამიანის მადლიერება მოიპოვა.










