30 ნოემბერს, 31 წლის ქართველი მამაკაცი, საბერძნეთში პერისტერში დააკავეს. მამაკაცი იტალიური სამართალდამცავი უწყებების მიერ იძებნებოდა.
როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ . დაკავებული ქურდობის დროს სახლში მაცხოვრებლებს აწამებდა. 2021 წლის მარტში კალაბრიაში მდებარე დიდ ფერმაში , ბრალდებულმა ჩვილი დედის თვალწინ აწამა , რათა ქალას ეთქვა თუ სად იყო სეიფი .
ბრალდებული 3 თანამზრახველთან ერთად მოქმედებდა. ისინი ფერმის ტერიტორიაში შუადღისას შეიპარნენ და იქ დაღამებამდე იყვნენ. გაკავებული ჰყავდათ დედა , ბებია და ბაბუა, იქამდე სანამ არ უთხრეს თუ სად იყო სეიფი. ასაკოვანი მამაკაცი სიკვდილის პირას იყო.
ქართველი ამ ფერმაში რაღაც დროის განმავლობაში მუშაობდა.
დაკავებული სავარაუდოდ საბერძნეთში ალბანეთის საზღვრით გადავიდა. ცხორობდა ათენში მუშაობდა პერისტერში , იცვლიდა სახლებსა და სახელებს.