LIVE TV
ორშაბათი, სექტემბერი 29, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ბრალდებული დაზარალებულს შერიგებას სთხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი  ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა”- ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

დაპოსტა 2025/09/29-ში
22
ნახვა
გაზიარება

ზურაბ ბურდულს, რომელმაც კასპში, ყოფილ მეუღლეს დანით გულ-მკერდის და კისრის არეში ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ამით სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. თავად ბრალდებულს სასამართლო სხდომაზე მომხდარზე არ უსაუბრია.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებული დაზარალებულს შერიგებას სისტემატურად სთხოვდა, „უარის მიღების შემდეგ კი განიზრახა მისი განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლა”.

დანაშაული 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება 27 სექტემბერს წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 სექტემბერს, კასპში, ბრალდებულმა დანით გულ-მკერდის და კისრის არეში ჭრილობები მიაყენა ყოფილ მეუღლეს, რის შემდეგ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაზარალებული მძიმე ხარისხის დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სამართალდამცავებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება9

დაკავშირებული -პოსტები

” ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ვაძლევ გარანტიას, რომ ქვეყანაში იქნება სიმშვიდე” – კახა კალაძე

სექტემბერი 29, 2025
0
მთავარი

არანაირი რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება არ და ვერ მოხდება. თუკი ვინმე გაბედავს, კანონის წინააღმდეგ წასვლას, ამას კანონის ფარგლებშივე ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ჩვენი შესაბამისი უწყებები მუშაობენ და გაძლევთ სიმშვიდის გარანტიას, -...

დაწვრილებითDetails

” ჩვენ ჯერ არ წაგვიგია, კვლავ ვიბრძვით”- სალომე ზურაბიშვილი

სექტემბერი 29, 2025
5
მთავარი

ევროკავშირს არა მხოლოდ უნდა შეეძლოს თვალყური ადევნოს, თუ რა ხდება საქართველოს არჩევნებში, რა ხდება მოლდოვის არჩევნებში და როგორ ახერხებენ შესაბამისად თავის დაცვას, ან ჩვენს შემთხვევაში ვერ შეძლებენ საკუთარი თავის დაცვას არჩევნების...

დაწვრილებითDetails

“მოლდოვა, შენ ნათლად გამოხატე შენი არჩევანი” -ურსულა ფონ დერ ლაიენი

სექტემბერი 29, 2025
30
მთავარი

მოლდოვა, შენ ეს კიდევ ერთხელ გააკეთე. შიშის ან განხეთქილების დათესვის ვერავითარი მცდელობა ვერ შეარყევს შენს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი...

დაწვრილებითDetails

უნდა გამოვრთოთ თუ არა ღამით Wi-Fi როუტერი – ექსპერტის განმარტება

სექტემბერი 29, 2025
528
მთავარი

ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით უფროსი თაობა, თვლის, რომ ღამით აუცილებელია ყველა გაჯეტისა და ელექტრო მოწყობილობის გამორთვა. ამასთან, ინტერნეტ ტექნოლოგიების დარგის ექსპერტებმა ზუსტი პასუხი გასცეს კითხვაზე, რეალურად არის თუ არა საჭირო როუტერის...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

სექტემბერი 29, 2025
9
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების...

დაწვრილებითDetails

როგორ ბედს წინასწარმეტყველებს დაბადების წლის ბოლო რიცხვი – ასტროლოგების პროგნოზი

სექტემბერი 29, 2025
33
მთავარი

ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბადების წლის ბოლო ციფრი. ის არის ხუთი ელემენტიდან ერთ-ერთი, რომლის დახმარებითაც ბევრი რამის თქმა შეგიძლია ადამიანის ხასიათზე, მის შესაძლებლობებსა და მომავალზე. 0 და 1...

დაწვრილებითDetails

“ბრავო! თქვენი გამარჯვება საუკეთესო ამბავია ევროპისთვის”- სალომე ზურაბიშვილი მაია სანდუს

სექტემბერი 29, 2025
18
მთავარი

ბრავო! მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება საუკეთესო ამბავია ევროპისთვის, დემოკრატიისთვის და ძლიერი პასუხია რუსეთისა და მისი ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „პროევროპული საქართველო თქვენს გვერდით...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს სამი ნიშანი ქალებში, რომლებსაც განსაკუთრებული უნარები აქვთ

სექტემბერი 29, 2025
23
მთავარი

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს სამი ნიშანი ქალებში, რომლებსაც თანდაყოლილი ჯადოსნური შესაძლებლობები აქვთ. ისინი მაშინვე ვერ აცნობიერებენ, რომ აქვთ ასეთი უნარები, სანამ არ დაიწყებენ ირგვლივ ყველაფრის განადგურებას. მორიელი შენი ჯადოსნური ძალები განსაკუთრებით...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 1000-დან 3 000 ლარამდე – ოქტომბრიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება

სექტემბერი 29, 2025
883
მთავარი

2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იმ უცხოელებისთვის, რომელთაც საქართველოში ყოფნის წესები დაარღვიეს, კანონი მკაცრდება. მარტივდება ქვეყნიდან გაძევება და ასევე იზრდება ჯარიმების მოცულობაც. უფრო კონკრეტულად, 1-ელი ოქტომბრიდან, თუ უცხოელმა დაარღვია ქვეყანაში ყოფნის...

დაწვრილებითDetails

ლაგოდეხში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

სექტემბერი 29, 2025
18
მთავარი

ლაგოდეხში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია ათეულობით მძიმე ტექნიკა. ადიდებულ მდინარეებზე ნაპირსამაგრი ჯებირები ეწყობა. დროებითი საყრდენით ამოავსეს დაზიანებული ხიდი და ამ დროისთვის სოფელ ბაისუბანთან სამანქანე მოძრაობა აღდგენილია. ზარალის ზუსტ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».