ბორჯომში, რობაქიძის ქუჩაზე, „ფაფის“ დასახლებაში საცხოვრებელი სახლის სახურავში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა დაახლოებით 02:00 საათზე მოხდა.
ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა ხანძრის მიზეზი, ან დაშავდა თუ არა ვინმე, რედაქცია პასუხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან ელოდება.
შსს-მ გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განგვიცხადეს, რომ დაზარალებულ ოჯახს დაეხმარებიან: “განცხადებით მოგვმართავენ და განვიხილავთ”.
წყარო: sknews. ge