ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ საბოლოო დარტყმის დროა, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.
„ომის დასრულების დასაჩქარებლად და რუსეთის უკრაინიდან განდევნისთვის გვჭირდება:
1. MLRS (ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა)
2. ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები
3. საჰაერო/სარაკეტო თავდაცვა (კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად)
4. დრონები
ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ საბოლოო დარტყმის დროა“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.









