LIVE TV
ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია” – ფინანსთა სამინისტრო

დაპოსტა 2026/02/02-ში
22
ნახვა
გაზიარება

“ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია”, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, ⁠2025 წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო, ვინაიდან პირველად დეფიციტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოსცდა მშპ-ის 2%-ს და 1,4% შეადგინა, რაც ბიუჯეტის დეფიციტის ისტორიული მინიმუმია.

“ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, სრულიად აქარწყლებს ის ოფიციალური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე. კერძოდ:

  • ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია;
  • 2025 წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო, ვინაიდან პირველად დეფიციტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოსცდა მშპ-ის 2%-ს და 1,4% შეადგინა, რაც ბიუჯეტის დეფიციტის ისტორიული მინიმუმია;
  • ⁠ნომინალურ მაჩვენებლებსაც თუ შევხედავთ, გეგმასთან მიმართებით დეფიციტი მცირდებოდა, საშუალოდ, 150-200 მლნ ლარის ფარგლებში, თუმცა გასულ წელს დეფიციტის შემცირების მაჩვენებელმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა;
  • ასევე სიცრუეა, თითქოს, შემოსავლებს და ხარჯებს შორის სხვაობა გასულ პერიოდში დაგროვილი ნაშთით დაფინანსდა. თუ შევხედავთ მთავრობის ჯამურ დეპოზიტებს, მისი მოცულობა 2025 წელს, ჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და 6 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა.
  • ⁠უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტების ზრდამ 80 მილიონ ლარს გადააჭარბა;
  • ⁠ასევე, აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავალი გადაჭარბებით შესრულდა და ჯამში, გადაჭარბებამ 200 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული მორიგი დეზინფორმაცია და მისი დაკავშირება სასურსათო პროდუქციის ფასებთან, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი უშედეგო მცდელობა”,- ვკითხულობთ ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება9

დაკავშირებული -პოსტები

ლოცვა, რომელიც დღეიდან დილას და საღამოს იკითხება

თებერვალი 23, 2026
804
მთავარი

ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში „დილისა“ და “ძილის წინ“ ლოცვების შემდეგ იკითხება.     ამ ლოცვას ვკითხულობთ ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას, შემდეგ...

დაწვრილებითDetails

აღმოჩენილია კუსტარული ნარკოლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის განკუთვნილი 3 სათბური

თებერვალი 23, 2026
106
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 28 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღეს. როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ბუხრაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის „მეთადონი", რაც პოლიციას აქამდე ამოუღია.  ...

დაწვრილებითDetails

საწარმოში მომხდარი შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

თებერვალი 23, 2026
879
მთავარი

ბათუმში ერთ-ერთ საწარმოში მომხდარი შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა  -  ინფორმაციას აჭარა თაიმსი ავრცელებს და წერს, რომ ახალგაზრდა კაცს სამუშაოების შესრულების დროს, სავარაუდოდ, თავში მინა დაეცა, მიღებული დაზიანებების შედეგად კი...

დაწვრილებითDetails

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

თებერვალი 23, 2026
37
მთავარი

1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა საპატივსაცემოდ, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში თბილისის...

დაწვრილებითDetails

მორაგბე ლუკა კურტანიძე გარდაიცვალა

თებერვალი 23, 2026
2.3k
მთავარი

მორაგბე ლუკა კურტანიძე გარდაიცვალა  - ინფორმაციას სოციალურ ქსელში რაგბის კლუბი "ლელო" ავრცელებს: 💔 ლელოს დიდი ოჯახის წევრი და ახლა უკვე დიდი გულის ტკივილი, ჩვენი კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა, ლუკა კურტანიძე,...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა ეკრძალებათ

თებერვალი 22, 2026
140
მთავარი

საქართველოს მთავრობამ შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოსცა. დადგენილება, რომელსაც პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, 20 თებერვლით თარიღდება. დადგენილება 2026 წლის 1...

დაწვრილებითDetails

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

თებერვალი 22, 2026
323
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს :   " დგება ჟამი დიდი მარხვის დაწყებისა... ეს არის წლის მანძილზე ყველაზე განსაკუთრებული პერიოდი, - გულისტკივილით, სინანულით, მადლიერებითა და, ამავე დროს, იმედით სავსე 40-დღიანი...

დაწვრილებითDetails

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს ყელისა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა

თებერვალი 22, 2026
442
მთავარი

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს ყელისა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა -  ინფორმაციას ამის შესახებ "იმედინიუსი" ავრცელებს. მათი ცნობით, სანიტარმა ახალშობილი პოლიეთილენის პარკში მოათავსა, რის შემდეგაც მის...

დაწვრილებითDetails

ავარიას 3 არასრულწლოვანი ემსხვერპლა – სააჭესთან 14 წლის მოზარდი იჯდა

თებერვალი 22, 2026
8k
მთავარი

"საჭესთან 14 წლის ბავშვი იჯდა. ყოველთვის დაჰყავდა ხოლმე მანქანა, ხან ტრაქტორი დაჰყავდა. ეს არ იყო მისთვის პირველი შემთხვევა" - გურჯაანში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის დეტალები გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ მე­ლა­ან­ში გუ­შინ, 21...

დაწვრილებითDetails

ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

თებერვალი 22, 2026
789
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა.   უბედური შემთხვევა სოფელ მელაანში გვიან ღამით მოხდა.   ადგილობრივების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».