,,ბოლო 48 საათია უკრაინული არტილერია განსაკუთრებით გააქტიურებულია აღმოსავლეთის მიმართულებით, განსაკუთრებით კი ლუგანსკის რაიონში, სადაც რუსებმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაკავება ჯერაც ვერ მოახერხა, თუმცა წინსვლა ნამდვილად ჰქონდათ.
შემდგომ მათ საცეცხლე პოზიციები შექმნეს. ვიდეოში კი ჩანს რუსების მიერ გამაგრებული სამხედრო პოზიციებზე მასირებული საარტილერიო იერიში, რის შედეგადაც იქ აღარაფერი დარჩა.
გაძლიერებული საარტილერიო იერიშების ფონზე საეჭვოა რუსებმა მნიშვნელოვანი წინსვლა შეძლონ. მთავარია უკრაინელებმა მალე აითვისონ დასავლური [თვითმავალი] არტილერია – ეს ომის მიმდინარეობას მთლიანად შეცვლის.”-გიორგი კობერიძე.










