ავსტრალიაში მდებარე ქალაქი ლონსესტინი ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში თოვლმა პირველად დაფარა. ბუნებრივი მოვლენის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ტასმანიის შტატის ამ დასახლებული პუნქტის მაცხოვრებლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
ტემპერატურის 0°C-ზე დაბლა დაცემა და უხვი ნალექი რეგიონში ანტარქტიკიდან ჰაერის მასების შემოდინებამ გამოიწვია. ლონსესტინის მოსახლეობა მოულოდნელად მოსულ თოვლს მოუმზადებელი შეხვდა. ზოგიერთმა მძღოლმა საკუთარი ავტომანქანა გზაზე დატოვა და სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად სპეციალური ტექნიკის გამოყენება გახდა საჭირო. მოქალაქეთა უმეტესობას ელექტროენერგიით მომარაგებაც შეუწყდა.






popx.ge










