საქართველოში, ბოლო სამ დღეში, 31 მარტიდან დღემდე, საწვავი 6-დან 20 თეთრამდე გაძვირდა.
საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე ტენდენცია საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 9 მარტიდან აისახა და ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი რამდენიმე ეტაპად, საბოლოო ჯამში, 9 მარტიდან დღემდე, 27-დან 84 თეთრამდეა გაზრდილი.
როგორც bpn.ge წერს, ბენზინგასამართი სადგურების მიხედვით საწვავის ფასები, რომელიც შედარებულია 7 მარტის მონაცემებს, ასეთია:
Gulf-ში G-Force სუპერი – 3.99 ლარი (3.53 ლარი იყო), გაიზარდა 46 თეთრით; G-Force პრემიუმი – 3.59 ლარი ( 3.07 ლარი იყო), ზრდა 52 თეთრი; G-Force ევრო რეგულარი – 3.45 ლარი (2.97 ლარი იყო), გაიზარდა 48 თეთრით; ევრო რეგულარი – 3.43ლარი (2.92 ლარი იყო), გაიზარდა 51 თეთრით; G-Force ევრო დიზელი – 3.97 (3.13 ლარი იყო), გაიზარდა 84 თეთრით; ევრო დიზელი – 3.87ლარი ( 3.35ლარი იყო), გაიზარდა 52 თეთრით.
Wissol-ში – ეკო სუპერი – 3.92 ლარი ( 3.54 ლარი იყო), გაიზარდა 38 თეთრით; ეკო პრემიუმი – 3.52 ლარი (3.12 ლარი იყო), გაიზარდა 40 თეთრით; ეკო დიზელი – 3.82 ლარი (3.23 ლარი იყო), გაიზარდა 59 თეთრით; ევრო დიზელი – 3.77 ლარი (3.18 ლარი იყო), გაიზარდა 59 თეთრით; ევრო რეგულარი -3.37 ლარი ( 2.97 ლარი იყო), გაიზარდა 40 თეთრით.
Socar -ში – ნანო სუპერი – 3.82 ლარი (3.55 ლარი იყო), გაიზარდა 27 თეთრით; ნანო პრემიუმი -3.50 ლარი ( 3.11 ლარი იყო), გაიზარდა 39 თეთრით; ნანო ევრო რეგულარი – 3.34 ლარი ( 2.95 ლარი იყო), გაიზარდა 39 თეთრით; ევრო 5 დიზელი – 3.65 ლარი (2.99 ლარი იყო), გაიზარდა 66 თეთრით; ნანო ევრო 5 დიზელი -3.75 (3.08 ლარი იყო), გაიზარდა 76 თეთრით.
Rompetrol -ში – Efix სუპერი – 3.92 ლარი (3.59 ლარი იყო), გაიზარდა 33 თეთრით; Efix ევრო პრემიუმი – 3.53 ლარი (3.15 ლარი იყო), გაიზარდა 38 თეთრით; ევრო რეგულარი – 3.39 ლარი (3.04 ლარი იყო), გაიზარდა 35 თეთრით; Efix ევრო დიზელი – 3.85 ლარი (3.15 ლარი იყო), გაიზარდა 70 თეთრით; ევრო დიზელი – 3.80 (3.10 ლარი იყო), გაიზარდა 70 თეთრით.
Portal -ში – სუპერი -3.37 ლარი ( 2.99 ლარი იყო), გაიზარდა 38 თეთრით; პრემიუმი – 3.19 ლარი (2.94 ლარი იყო), გაიზარდა 25 თეთრით; ევრო რეგულარი – 2.99 ლარი (2.74 ლარი იყო), გაიზარდა 25 თეთრით; ევრო დიზელი – 3.79 ლარი ( 2.99 ლარი იყო), გაიზარდა 80 თეთრით; ეფექტური დიზელი – 3.59ლარი ( 2.84 ლარი იყო), გაიზარდა 75 თეთრით.










