„გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, ამ ადამიანებმა რაღაცები არასწორად გაიგეს”-განაცხადა ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა .
მას შემდეგ რაც ადგილობრივები სიტუაციაში გაარკვიეს და მათ ყველაფერი აუხსნეს, მდგომარეობა დასტაბილურდა.
„ როგორც მე ვიცი, 9 თუ 10 დაინფიცირებული პირია, ერთი ოჯახის წევრი 4 პირია, დანარჩენი მეზობლები არიან. გამოკვეთილად ერთი ოჯახი იყო გადაყვანის წინააღმდეგი და სიტუაცია უკვე დალაგდა, ყველაფერი ავუხსენით, ვუთხარით, რომ კარგი საავადმყოფო, კარგი ექიმები არიან, კარგი კვებაა და დამშვიდნენ“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
გუშინ, სოფელ მუშევანში დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც ადგილზე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ჯგუფი მივიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლნისის სოფელ მუშევანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც “ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.