LIVE TV
სამშაბათი, სექტემბერი 30, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

„ბოდიში, რომ 13 წელი გატყუებდით“ – ირანული არხის წამყვანების ნაწილმა სამსახური დატოვა

დაპოსტა 2020/01/15-ში
64
ნახვა
გაზიარება

უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ინფორმაციის დამალვის შემდეგ ირანის საზოგადოებრივი მაუწყებლის, სულ მცირე, ორმა ჟურნალისტმა არხი პროტესტის ნიშნად დატოვა და მაყურებელს ბოდიში მოუხადა.

არხის კიდევ ერთმა ყოფილმა ტელეწამყვანმა გელარ ჯაბარიმ ინსტაგრამზე დაწერა, რომ ტელევიზია ცოტა ხნით ადრე დატოვა და ბოდიში მოიხადა 13 წლის განმავლობაში მაყურებლის მოტყუების გამო. პოსტი ამჟამად ხელმისაწვდომი აღარ არის.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის (IRIB-ის) ჟურნალისტმა, ზაჰრა ხათამიმ განაცხადა: „გმადლობთ, რომ დღემდე მიღებდით, როგორც წამყვანს. არასოდეს დავბრუნდები ტელევიზიაში. მომიტევეთ“.

კიდევ ერთმა წამყვანმა, საბა რადმა განაცხადა: „გმადლობთ, რომ ჩემი კარიერის, მრავალი წლის განმავლობაში მხარს მიჭერდით. ვაცხადებ, რომ IRIB-ში მუშაობის 21 წლის შემდეგ, არ შემიძლია, მედიაში მუშაობა გავაგრძელო. არ შემიძლია“.

გამოცემა „გარდიანის“ (The Guardian-ის) თანახმად, ჟურნალისტების განცხადებები არის ხელისუფლების ლეგიტიმურობის კრიზისის გამოხატულება, რაც მოჰყვა ოფიციალური პირების თავდაპირველ მცდელობას, უარეყოთ, რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

მოგვიანებით ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ თვითმფრინავი მათ ჩამოაგდეს, თუმცა განაცხადეს, რომ ეს შეცდომით მოხდა და ბოდიში მოიხადეს. ეს ყველაფერი აშშ-ის მიერ გენერალი ყასემ სოლეიმანის მკვლელობას მოჰყვა.

რამდენიმე დღის წინ თეირანის ქუჩებში უკრაინული სამგზავრო ბოინგის ჩამოგდების გამო, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ადამიანი გამოვიდა. რამდენიმედღიანი უარყოფის შემდეგ, ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ მგზავრებით სავსე თვითმფრინავი მათ ჩამოაგდეს, თუმცა, მათივე განცხადებით, ეს შეცდომით მოხდა, რადგან თვითმფრინავი „მტრულ სამიზნეში“ აერიათ.

„გარდიანის“ თანახმადვე, ირანში განვითარებული კრიზისი იმაშიც გამოიხატება, რომ ახალი ამბების ისეთი სააგენტოებიც კი, რომლებსაც რეჟიმთან აკავშირებენ, იწყებენ ქუჩის დემონსტრაციების გაშუქებას.

თეირანში დაფუძნებულმა „ირანელი ჟურნალისტების ასოციაციამ“ გაავრცელა გაცხადება, რომლის თანახმადაც ქვეყანა „ხალხის ნდობის დაკრძალვის“ მოწმეა, რაც აზიანებს „ირანის ოფიციალური მედიის უკვე შერყეულ რეპუტაციას“.

კიდევ ერთი ირანული ტელევიზიის, Press TV-ის კომენტატორმა, ღანბარ ნადერიმ BBC-ს უთხრა, რომ სოლეიმანის მოკვლის შემდეგ რეჟიმის მხარდასაჭერად „მილიონობით ადამიანი გავიდა ქუჩაში, რაც ერთიანობის იშვიათი მომენტი იყო“, მაგრამ ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსმა (IRGC-მ) ეს მომენტი ხელიდან გაუშვა.

„როგორც ჟურნალისტს, უნდა შეგეძლოს, ღამით იძინო. მე არასოდეს არ დავშორდები სიმართლეს. ეს დიდებული ქვეყანაა, თუმცა მას დაშვებული აქვს მიუღებელი შეცდომები. თუ IRGC-მ სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოაგდო, სხვა არჩევანი არ მაქვს, ეს უნდა დავგმო“, – უთხრა მან BBC-ს.

ირანელ ჟურნალისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ „არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ხალხის ნდობასა და საზოგადოებრივ აზრზე, რაც კიდევ უფრო შეარყია მედიის ისედაც შერყეული პოზიციები“.

„სიტუაცია უკიდურესად კომპლექსური გახდა. ჩვენ ყველაზე ხმამაღლა მაშინ ვიტყუებით, როდესაც საკუთარ თავს ვატყუებთ. და IRIB-ის ჟურნალისტები აცნობიერებენ, რომ მათ ნდობა დაკარგეს“.

თეირანის ქუჩებში, ძირითადად, სტუდენტები გამოვიდნენ. როგორც BBC იტყობინება, აქციის მონაწილეების ირანის პრეზიდენტის გადადგომას და ხელისუფლების ყველა იმ წარმომადგენლის დასჯას მოითხოვენ, რომელსაც ბრალი მიუძღვის თვითმფრინავის ჩამოგდებაში, ასევე ვინც მომხდარი ტრაგედიის შესახებ რამდენიმე დღის განმავლობაში სიცრუეს ავრცელებდა.

ირანელმა სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, ასევე, დააკავეს ათეულობით დემონსტრანტი. დროებით იყო დაკავებული ბრიტანეთის ელჩი ირანში. ის თეირანში სამგლოვიარო ღონისძიებას ესწრებოდა, რაც მოგვიანებით საპროტესტო აქციაში გადაიზარდა. ირანის ხელიუფლების წარმომადგენლების თქმით, ბრიტანეთის ელჩი აქციის მონაწილეებს “აქეზებდა”.

BBC-ის ცნობით, ირანში 11 იანვარს დაწყებული საპროტესტო აქცია მასშტაბებით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა მოკლული ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მხარდასაჭერად გამართულ აქციებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარდაჭერა გამოხატა აქციის მონაწილეთა მიმართ და ირანის ხელისუფლებას თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ირანის სასამართლო სისტემის წარმოამდგენლის, გოლამჰოსეინ ესმაილის განცხადებით, უკრაინული ბოინგის ჩამოგდების საქმეზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ირანული მედიის გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე “ჩატარდა გამოძიება და რამდენიმე პირი უკვე დაკავებულია”, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.

 

netgazeti.ge

თეგები: ავიაკატასტროფაირანიჟურნალისტები
გაზიარება27

დაკავშირებული -პოსტები

30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

სექტემბერი 30, 2025
4
მთავარი

ვერძი შეეცადეთ, ოჯახში პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ, თუმცა, ეს უფრო მეტად დაკავშირებული იქნება არა თქვენზე, არამედ, თქვენი რჩეულის დამოკიდებულებასა და ინტერესებზე. ნუ იქნებით პრინციპული და იზრუნეთ სულიერ კომფორტზე. კურო სასურველია, მოიძიოთ...

დაწვრილებითDetails

დიდი კითხვის ნიშანი – Le Parisien-ის ბოლო ინფორმაცია ხვიჩას ტრავმაზე

სექტემბერი 29, 2025
13
მთავარი

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, Le Parisien-მა ხვიჩა კვარაცხელიაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა. „ოსერთან“ მატჩში ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს მისი შეცვლა მოუწია. Le Parisien-ის მიხედვით, „ბარსელონასთან“...

დაწვრილებითDetails

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს და თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯამში, 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა

სექტემბერი 29, 2025
42
მთავარი

სასამართლომ სახელმწიფო დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, გაფლანგული 9 მილიონი ლარის ამოღებასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა და ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიუჯეტში ჯამში 9 მილიონ...

დაწვრილებითDetails

ვის გაუმართლებს ოქტომბერში – პროგნოზი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის

სექტემბერი 29, 2025
30
მთავარი

ვერძი ♈️ ვერძისთვის ოქტომბერი სავსე იქნება მოვლენებით როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი სახის. თვის დასაწყისშივე მოგიწევთ ძალისხმევის მობილიზება, მაგრამ ოქტომბრის პირველი დეკადის ბოლოს თავს საკუთარ შესაძლებლობებში თავდაჯერებულად იგრძნობთ და პარტნიორულ კავშირში გარკვეული...

დაწვრილებითDetails

” ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ვაძლევ გარანტიას, რომ ქვეყანაში იქნება სიმშვიდე” – კახა კალაძე

სექტემბერი 29, 2025
8
მთავარი

არანაირი რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება არ და ვერ მოხდება. თუკი ვინმე გაბედავს, კანონის წინააღმდეგ წასვლას, ამას კანონის ფარგლებშივე ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ჩვენი შესაბამისი უწყებები მუშაობენ და გაძლევთ სიმშვიდის გარანტიას, -...

დაწვრილებითDetails

” ჩვენ ჯერ არ წაგვიგია, კვლავ ვიბრძვით”- სალომე ზურაბიშვილი

სექტემბერი 29, 2025
16
მთავარი

ევროკავშირს არა მხოლოდ უნდა შეეძლოს თვალყური ადევნოს, თუ რა ხდება საქართველოს არჩევნებში, რა ხდება მოლდოვის არჩევნებში და როგორ ახერხებენ შესაბამისად თავის დაცვას, ან ჩვენს შემთხვევაში ვერ შეძლებენ საკუთარი თავის დაცვას არჩევნების...

დაწვრილებითDetails

“მოლდოვა, შენ ნათლად გამოხატე შენი არჩევანი” -ურსულა ფონ დერ ლაიენი

სექტემბერი 29, 2025
38
მთავარი

მოლდოვა, შენ ეს კიდევ ერთხელ გააკეთე. შიშის ან განხეთქილების დათესვის ვერავითარი მცდელობა ვერ შეარყევს შენს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი...

დაწვრილებითDetails

უნდა გამოვრთოთ თუ არა ღამით Wi-Fi როუტერი – ექსპერტის განმარტება

სექტემბერი 29, 2025
684
მთავარი

ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით უფროსი თაობა, თვლის, რომ ღამით აუცილებელია ყველა გაჯეტისა და ელექტრო მოწყობილობის გამორთვა. ამასთან, ინტერნეტ ტექნოლოგიების დარგის ექსპერტებმა ზუსტი პასუხი გასცეს კითხვაზე, რეალურად არის თუ არა საჭირო როუტერის...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

სექტემბერი 29, 2025
9
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების...

დაწვრილებითDetails

როგორ ბედს წინასწარმეტყველებს დაბადების წლის ბოლო რიცხვი – ასტროლოგების პროგნოზი

სექტემბერი 29, 2025
39
მთავარი

ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბადების წლის ბოლო ციფრი. ის არის ხუთი ელემენტიდან ერთ-ერთი, რომლის დახმარებითაც ბევრი რამის თქმა შეგიძლია ადამიანის ხასიათზე, მის შესაძლებლობებსა და მომავალზე. 0 და 1...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».