ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ხვდება პარტნიორ, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (Northern Kentucky University) წარმომადგენლებს ახალი თანამშრომლობების შესაძლებლობებისა და მიმდინარე პროგრამების წარმატებულად გაგრძელების განსახილველად.
მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა NKU-ის პრეზიდენტთან, პროფესორ ქეიდი შორტ-ტომპსონთან (Cady Short-Thompson).
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სანგუს პრორექტორი, პროფესორი არჩილ ყანჩაველი და კანცლერი თამაზ ვაჩაძე.
SANGU-სა და NKU-ის წარმატებული პარტნიორობა ხელს უწყობს საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებას, კულტურულ გაცვლას და საქართველოში მაღალი ხარისხის, ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობას.
ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ურთიერთობის გაღრმავებისა და ახალი ინიციატივების განვითარებისთვის.










