ბლოგერი, უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე, მარიამ იაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. “ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ აბაშიძეს 5 წლით, ხოლო იაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენი დღეს გამოცხადდა, ვინაიდან საქმე დაზარალებული პირების პერსონალურ ინფორმაციას შეიცავდა, სასამართლო განხილვები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. შესაბამისად, სხვა დეტალები უცნობია.