ამ წუთებში ბათუმში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ლერმონტოვის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრბელ მაღალსართულიან კორპუსთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთი ბინიდან ახალგაზრდა კაცი აპირებს გადმოხტომას. ამ წუთებში სამართალდამცავებმა კორპუსის ეზოში გასაბერი ლეიბი მოიტანეს, თუმცა ახალგზრდა კაცი ჯერჯერობით გადმოხტომას არ აპირებს. მას ჩვენი ინფორმაციით დაკეტილი აქვს ბინის კარი და სამართალდამცავებს არ უშვებს.
ჩვენი ინფორმაციით, ბიჭი სავარაუდოდ, გუშინ, ბათუმის ბულვარში მომხდარ მკვლელობაშია ბრალდებული.
mtavari.tv