“⚪️? ბიძინა, ხელი მოკიდე ირაკლებს, ლილუაშვილებს, ფარცხალაძეებს, სოზარებს და მიბრძანდით დედა რუსეთში. ხალხს ევროპა, მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა უნდა! მოვიგებთ მთავარ ბრძოლას და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს!
✅ 2018 წელს, ხალხმა გაიმარჯვა და ივანიშვილი “დაბრუნდა” … ცრემლად დაიღვარა და ხალხს აყვავებას დაპირდა … თავისი გაინაღდა და “წავედიო” … კატასტროფა თუ არ მოხდა, მე აღარ დავბრუნდებიო და აგერ მისთვის კატასტროფა – ხალხმა გაიმარჯვა და მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი … კიდევ ერთი დიდი მარცხის შემდეგ, გამოძვრა სოროდან და ისევ ძალაუფლების დაკარგვის შიშით “შემობრუნდა” … ჩვენმა სწორმა მუშაობამ, ხალხის აქტიურობამ და სააკაშვილის პროცესებში ჩართვამ, რუსული პარტია სრულად ჩამოშალა … რა გაუკეთებია 11 წელიწადში, კიდევ რომ აძლევს თავს უფლებას მხარდაჭერა მოითხოვოს?!” | წერს ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში
“ქართველ ხალხს არ უნდა შეეზღუდოს უვიზო მიმოსვლა” – ირაკლი კუპრაძე
ქართველ ხალხს არ უნდა შეეზღუდოს უვიზო მიმოსვლა - თუ შეეზღუდება უვიზო მიმოსვლა კონკრეტულ დამნაშავე პოლიტიკურ სახეებს, ეს იქნება სამართლიანი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის...










